არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს დისკრიმინაციულსა და სიძულვილის ენის შემცველს უწოდებს
19:20 14-06-2018
 სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს დისკრიმინაციულსა და სიძულვილის ენის შემცველს უწოდებს სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. სამოქალაქო პლატფორმა მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დისკრიმინაციულსა და სიძულვილის ენის შემცველს უწოდებს და აღნიშნულის გამო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს 10 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, სადაც იგი შედარებების გზით დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში იხსენიებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს და ქალებს.

ერთ-ერთ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს: „საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს“.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატზე, შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა: „შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ... დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია. ყველა პატრიოტთან და მეგობართან მქონია შეხება, მათ შორის ისრაელში არის ძალიან მაგარი საქართველოს პატრიოტი და მაგარი ხალხი, ამ ხალხთან მე მაქვს ძაან თბილი ურთიერთობა. ეს კაცი არის ჩვეულებრივი რუსი, რუსეთზე მუშაობს...“
მიუხედავად იმისა, განზრახული ჰქონდა თუ არა მსგავსი შედარებების გაკეთებით მიხეილ სააკშვილს რომელიმე ეთნიკური/ეროვნული ჯგუფის შეურაცხყოფა, მთელი ეთნოსისათვის ამა თუ იმ უარყოფითი მახასიათებლების მიწერით მან დამამცირებელ კონტექსტში წარმოაჩინა ერთ შემთხვევაში ჩეჩნები, მეორე შემთხვევაში კი ებრაელები. ამდენად, მისი განცხადებები იყო ქსენოფობიის შემცველი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა სექსისტური განცხადება, სადაც იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ნათია მეზვრიშვილზე წერს: „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის "პროკურორი" (პოსტის თავდაპირველი ვერსია ასეთი იყო: „ესაა კარგად ცნობილი ივანიშვილის კალთაში მჯდომი მსუბუქი ყოფაქცევის „პროკურორი“ ).
აღსანიშნავია, რომ საჯარო პირებს, მათ შორის კი განსაკუთრებით პოლიტიკოსებს აკისრიათ მაღალი პასუხისმგებლობა თავი შეიკავონ ისეთი გამონათქვამებისგან, რომელმაც შესაძლოა წაახალისოს რასიზმი, ქსენოფობია, თუ დისკრიმინაციის ან სიძულვილის სხვა ფორმები. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გამოხატვა განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს, სწორედ იმის გამო რომ პოლიტიკოსებს აქვთ მაღალი ზეგავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, მნიშვნელოვანია განცხადებების გაკეთებისას ისინი იაზრებდნენ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებიდან მომდინარე საფრთხეებს, რამაც შესაძლოა გაამყაროს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, წაახალისოს შეუმწყნარებლობა ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ.
მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, იქნებიან ეს ქალები, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობის წარმომადგენლები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI)
თანასწორობის მოძრაობა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საფარი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
არჩილ თალაკვაძე - სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დამატებით სამუშაო მოძებნოს
სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოძებნოს დამატებით სამუშაო, მიიღოს დამატებითი შემოსავალი და სწრაფად დაძლიოს სიღარიბე,
მარიამ ჯაშმა მაღალი დონის საერთაშორისო სესიას უხელმძღვანელა
საქართველოს პარლამენტი ფინანსთა სამინისტროსთან, ეროვნული ბანკთან და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) ერთად
ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა. სოფიამ ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა
ნოდარ ხადური ლიეტუველ კოლეგას, შარუნას კესერაუსკასს შეხვდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ლიეტუვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარეს, შარუნას კესერაუსკასს შეხვდა.
იმერეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს
ინტენსიური შეწამვლითი ღონისძიებების შედეგად მავნებლის პოპულაცია შემცირებულია, - ამის შესახებ ქუთაისში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ
მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების შეფასების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) შეფასების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საზოგადოების „დაბოლებას“ განაგრძობენ
საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საზოგადოების „დაბოლებას“ განაგრძობენ, - ამის შესახებ “თამბაქოს კონტროლის ალიანსის“
მაია ცქიტიშვილი - მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში
მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, - ამის შესახებ რეგიონული
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეხვედრა გამართეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეხვედრა გამართეს.
რობოტი სოფია - მომწონს საქართველოში ყოფნა - ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ
მომწონს საქართველოში ყოფნა, -ამის შესახებ მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ დღეს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.