არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ქართული ვაზი შესაძლოა მარსზე გაშენდეს
22:36 20-06-2018
 ქართული ვაზი შესაძლოა მარსზე გაშენდეს ქართული ვაზი შესაძლოა მარსზე გაშენდეს. საქართველოს კოსმოსურ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზოში, სადაც პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს. მარსზე ვაზის კულტურის გენერირების პროექტის განსახორციელებლად შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შემდეგი შემადგენლობისაა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კომპანია Microsoft და კომპანია SpaceFarms-ის მომავლის სათბურის წარმომადგენლები.

პროექტის IX მინელიუმის სახელწოდების შექმნაში მონაწილეობა მიიღო, ქართულ ბაზარზე წამყვანმა კრეატიულმა სააგენტომ, Windfor 's-მა. სასტუმრო „სტამბაში“ მიმდინარეობს რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორიის შექმნა, რომლის ოპერირებასაც Spacefarms განახორციელებს.

ლაბორატორია სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც ვაზის სპეციალური ჯიშების გამოყვანა, კვლევა და განვითარება მოხდება. აღნიშნული პროცესი BTU-ს ჩართულობით, HP-ის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მარსის კოლონიზაციის ფარგლებში NASA-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად BTU-ს ბაზაზე კომპანია HP Inc-მა შექმნა კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ პროექტზე მომუშავე ექსპერტებისთვის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიშა ბატიაშვილმა განუცხადა, ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისათვის. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტით შესაძლებელი ხდება ვაზის, როგორც ქართული კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილის, თანამედროვეობასთან დაკავშირება.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში თითქმის ერთი წელია ფუნქციონირებს HP-ის ლაბორატორია, რომელიც მარსის ათვისების პროექტს გულისხმობს. ჩვენი სპეციალისტები დაახლოებით ერთი წელია, კოსმოსის ათვისების კუთხით სხვადასხვა პროექტში მონაწილეობენ. ამის შემდეგ გაჩნდა ამბიცია, თუ რატომ არ უნდა იყოს საქართველო ჩართული ამ პროექტში. როდესაც დავიწყეთ ამაზე ფიქრი, მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს უნდა ყოფილიყო ვაზი. ვაზი ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა და სიამაყეა, ხვალინდელი დღეც და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ისტორია დაგვეკავშირებინა მომავალთან, ტექნოლოგიებთან და სწორედ ეს პროექტი აღმოჩნდა ის, რომელიც გულისხმობს ვაზის განვითარებას, კოსმოსის ათვისების პროექტში. სექტემბრის ბოლოს გაიხსნება ორი ლაბორატორია, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ქართული ვაზის მიმართულებით დაიწყოს კვლევები და მალე დაიმკვიდროს საქართველომ ასეთ პროექტებში ადგილი", - განაცხადა მიშა ბატიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
არჩილ თალაკვაძე - სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დამატებით სამუშაო მოძებნოს
სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოძებნოს დამატებით სამუშაო, მიიღოს დამატებითი შემოსავალი და სწრაფად დაძლიოს სიღარიბე,
მარიამ ჯაშმა მაღალი დონის საერთაშორისო სესიას უხელმძღვანელა
საქართველოს პარლამენტი ფინანსთა სამინისტროსთან, ეროვნული ბანკთან და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) ერთად
ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა. სოფიამ ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა
ნოდარ ხადური ლიეტუველ კოლეგას, შარუნას კესერაუსკასს შეხვდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ლიეტუვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარეს, შარუნას კესერაუსკასს შეხვდა.
იმერეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს
ინტენსიური შეწამვლითი ღონისძიებების შედეგად მავნებლის პოპულაცია შემცირებულია, - ამის შესახებ ქუთაისში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ
მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების შეფასების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) შეფასების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საზოგადოების „დაბოლებას“ განაგრძობენ
საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საზოგადოების „დაბოლებას“ განაგრძობენ, - ამის შესახებ “თამბაქოს კონტროლის ალიანსის“
მაია ცქიტიშვილი - მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში
მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, - ამის შესახებ რეგიონული
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეხვედრა გამართეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეხვედრა გამართეს.
რობოტი სოფია - მომწონს საქართველოში ყოფნა - ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ
მომწონს საქართველოში ყოფნა, -ამის შესახებ მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ დღეს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.