არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
სპეციალისტები მოსახლეობას ხილის და ბოსტნეულის შეძენისას რეკომენდაციებს აძლევენ
14:27 11-07-2018
სპეციალისტები მოსახლეობას ხილის და ბოსტნეულის შეძენისას რეკომენდაციებს აძლევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი მიქაძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში ხილი და ბოსტნეული საფრთხის შემცველია, თუ წარმოებისას ჰიგიენური პირობები დაცული არ არის. ამის შესახებ გიორგი მიქაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი მიქაძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება პროდუქტების შერჩევის დროს.

„ზაფხულის ცხელი დღეების დროს, მაღალი ტემპერატურა სურსათის უვნებლობაზე ნეგატიურად აისახება თუ არ არის დაცული ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები. კერძოდ, მალფუჭებადი პროდუქტები გარკვეულ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. მომხმარებელმა პროდუქტის შეძენამდე ყურადღება უნდა მიაქციოს ეტიკეტზე აღნიშნულ ინფორმაციას: სურსათის დასახელებას, შემადგენლობას, გამოშვების თარიღს, შენახვის ვადას და შენახვის პირობებს, რა ტემპერატურაზეც უნდა ინახებოდეს. ვიზუალურად მომხმარებელმა ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს, აქვს თუ არა პროდუქტს სუნი და შეცვლილი ფერი. ყველა ასეთ შემთხვევაში მან უნდა დარეკოს გარემოს დაცვის დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 01 და ინსპექტირების ჩვენი ჯგუფები შესაბამის ზომებს მიიღებენ“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.

მისივე თქმით, ასეთ დროს ობიექტის არაგეგმური შემოწმება ხდება.

გიორგი მიქაძემ იმის შესახებაც ისაუბრა მაღალი ტემპერატურის დროს თუ რომელი ხილი და ბოსტნეულია საფრთხისშემცველი.

„ზაფხულის პერიოდში ასევე ყველა ხილი და ბოსტნეულია საფრთხის შემცველი, რომელიც იწარმოება ისეთ პირობებში, სადაც ჰიგიენური პირობები არ არის დაცული. მაგალითად, ხილ–ბოსტნეულის შემთხვევაში მწარმოებლები, ბიზნეს–ოპერატორები იყენებენ პესტიციდებს და შესაძლოა, არ იყოს დაცული პესტიციდების გამოყენების პერიოდი. ასევე, არ იყოს დაცული სასუქების გამოყენება ნიტრატების კუთხით“, – განაცხადა მიქაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 UNDP მხარს უჭერს ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს და მთავრობებს მოუწოდებს, მოქალაქეებთან თანამშრომლობა გააღრმავონ
მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და მმართველობის სისტემების გარდაქმნა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და თანამონაწილეობის პრინციპებზე დაყრდნობით - ასეთი
 გარემოს ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე თანამდებობას ტოვებს.
 ლიბანის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე N17-19 კორპუსების მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
 საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე უკრაინის უმაღლესი რადას საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იგა ზაალიშვილი უკრაინის რესპუბლიკის უმაღლესი რადას საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის
 ფშავ-ხევსურეთში მედიატური მოეწყო
ფშავ-ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური მოეწყო. ეკონომიკის სამინისტროს
  ეროვნულმა ბანკმა კაპიტალის ბაზრის რეფორმის ფარგლებში ახალი რეგულაციები აამოქმედა
კაპიტალის ბაზრის რეფორმის და ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანიების მარეგულირებელი ორი ახალი წესი შეიმუშავა.
 სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს ჩარიცხულ 10 წარჩინებულ სტუდენტს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი დააფინანსებს
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში, ჰალილ გუვენი და გუდავაძე-პატარკაციშვილის
 მოქალაქემ ორ ლარად შეძენილი ოქროს საწმისის მომენტალური გათამაშების ლატარიის ბილეთით 20 000 ლარი მოიგო
დიდ დიღომში, „გუდვილის“ ტერიტორიაზე განთავსებულ პრესის დახლზე 16:00 საათზე ორ ლარად შეძენილი ოქროს საწმისის მომენტალური გათამაშების ლატარიის
 საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გერმანიასთან 9:10 დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ბარსელონაში, “ბერნატ პიკორნელის“ სახელობის საცურაო კომპლექსზე მიმდინარე ევროპის 33-ე ჩემპიონატის მეორე ტურის
 საგადასახადო თანამშრომლობის თემაზე საერთაშორისო ფორუმი გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, საქართველოს პარლამენტისა და ეროვნულ ბანკის, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების