არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
„საპარტნიორო ფონდმა“ პოლონურ-ქართულ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა
20:23 12-07-2018
 „საპარტნიორო ფონდმა“ პოლონურ-ქართულ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო ჩოლოყაშვილმა პოლონურ-ქართულ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ფორუმზე ქართულ და პოლონურ ბიზნეს დელეგაციებს გამოცდილების გაზიარებისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიეცათ.
პოლონურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის მიზანი პოლონური კომპანიებისთვის საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ქვეყნის ეკონომიკური გარემოს გაცნობა იყო. „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო ჩოლოყაშვილმა „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის, საინვესტიციო მანდატისა და სტრატეგიის შესახებ ისაუბრა, აგრეთვე, ფორუმის მონაწილეებს ფონდის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

ბიზნეს-ფორუმის გახსნისას სიტყვით წარდგნენ „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.

ბიზნეს-კონფერენციაში 100-ზე მეტმა ქართულმა და პოლონურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ფორუმი „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებითა და კომპანია IBCCS-ის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს თანადგომით ჩატარდა.

საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის განხილვის შემდეგ საექსპორტო მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები გაიმართა. პანელური სესიების შემდეგ კი ქართული კვებისა და სასმელების მწარმოებელი, სამშენებლო, ტურისტული, საკონსულტაციო და ლოგისტიკური კომპანიები პოტენციურ პარტნიორებს პირისპირ (B2B) შეხვედრების ფორმატში შეხვდნენ.

ვარშავაში ჩატარებული ბიზნეს-კონფერენციის ბოლოს ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო და დაანონსდა ქართულ-პოლონური ბიზნეს-ფორუმი, რომელიც თბილისში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ტყიბულის შახტში დაშავებული ორი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ტყიბულის შახტში დაშავებული ორი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
არჩილ თალაკვაძე - სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დამატებით სამუშაო მოძებნოს
სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოძებნოს დამატებით სამუშაო, მიიღოს დამატებითი შემოსავალი და სწრაფად დაძლიოს სიღარიბე,
მარიამ ჯაშმა მაღალი დონის საერთაშორისო სესიას უხელმძღვანელა
საქართველოს პარლამენტი ფინანსთა სამინისტროსთან, ეროვნული ბანკთან და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) ერთად
ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა. სოფიამ ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა
ნოდარ ხადური ლიეტუველ კოლეგას, შარუნას კესერაუსკასს შეხვდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ლიეტუვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარეს, შარუნას კესერაუსკასს შეხვდა.
იმერეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს
ინტენსიური შეწამვლითი ღონისძიებების შედეგად მავნებლის პოპულაცია შემცირებულია, - ამის შესახებ ქუთაისში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ
მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების შეფასების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) შეფასების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საზოგადოების „დაბოლებას“ განაგრძობენ
საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საზოგადოების „დაბოლებას“ განაგრძობენ, - ამის შესახებ “თამბაქოს კონტროლის ალიანსის“
მაია ცქიტიშვილი - მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში
მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, - ამის შესახებ რეგიონული
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეხვედრა გამართეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეხვედრა გამართეს.