არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
ილია მეორე - ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა
13:47 05-08-2018
ილია მეორე - ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა, - აღნიშნული განცხადებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, დარწმუნებულია, რომ ადამიანები, რომელთაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, თანახმანი არ არიან, მაგრამ პრესის და ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ.

„ჩვენ ურთულეს დროში ვცხოვრობთ, როცა ადამიანს უძნელდება გაარჩიოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი, სად არის თეთრი და სად არის შავი. თუ ადამიანი მორწმუნეა, თუ ადამიანს გააჩნია ღვთის შიში, ის გაარჩევს სად არის ბოროტი და სად - კეთილი. ამ ბოლო დროს საქართველოში დიდი მღელვარება შემოვიდა. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება. რაც დრო გადის ადამიანის ბუნება უფრო მძიმე ნარკოტიკებს ითხოვს და ვეღარ იკავებს თავს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა არის მტრობა ჩვენი ერისა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნებართვა ნარკოტიკებზე, თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ ეს დადგენილება გამოეტანათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკოტიკების მოყვანა. მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს მეზობელი ქვეყნებიდან ახალგაზრდების ჩამოსვლას - მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების. ამიტომ მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას, ინტელიგენციას და ახალგაზრდობას, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთილდეთ შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკის ყოველი გასინჯვა დაცემის დასაწყისია. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა მოგცეთ ძალა და სიბრძნე“ , - ბრძანა პატრიარქმა

ამასთან, ილია მეორემ მრევლს სთხოვა, რომ ყოველდღე ბიბლიიდან წაიკითხონ თითო თავი „სიბრძნე სოლომონიდან“ ან „ეკლესიასტედან“. პატრიარქის თქმით, დღეიდან დამკვიდრდება პრაქტიკა, როდესაც წირვის ბოლოს ბიბლიიდან თითო თავს წაიკითხავენ. დღეს წირვის დასრულებისას მეუფე დანიელმა მრევლს „ეკლესიასტეს“ პირველი თავი წაუკითხა.


იხილეთ ვიდეო: "ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა" - ილია მეორე
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება
დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემთან - Pantelena IMO 9321469,
ხვალ ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის - “ანბანი, როგორც ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართება
საქართველოს ხელოვნების სასახლეში ხვალ, ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის - “ანბანი, როგორც ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტის - “ჩემი ხმა გადამწყვეტია“ ფინალური ღონისძიება ხვალ გაიმართება
თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხვალ, “კარგი მმართველობის ინსტიტუტის“ (GGI) ორგანიზებით პროექტის - “ჩემი ხმა გადამწყვეტია“ ფინალური ღონისძიება,
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ორმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ორმხრივი
ფერმერთა ასოციაცია - აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში პრიორიტეტად 30 წლამდე ახალგაზრდების ჩართულობა განისაზღვრება
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში პრიორიტეტად 30 წლამდე მამაკაცებისა და ასაკის შეუზღუდავად ქალების ჩართულობა განისაზღვრება.
“საქაერონავიგაციამ“ თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემები დაამონტაჟა
თბილისში, გუდაურში, ბაკურიანსა და წნორში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაეროგენერაციამ“ თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემა
ტურიზმის ადმინისტრაცია ქართული კულინარიის განვითარების მიზნით ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქართული კულინარიის განვითარების მიზნით არაერთი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებით, პრემიერის ინიციატივა საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია.
ირაკლი ნადირაძე - ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად დაგვინიშნეს არა ურბანისტი, არამედ ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე ადამიანი
თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად დაგვინიშნეს არა ურბანისტი, არამედ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე ადამიანი,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5779 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5779 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ