არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
კახა კალაძე კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
15:01 10-08-2018
 კახა კალაძე კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო კოსტავას ქუჩაზე, გზის ორივე მხარეს ავტობუსებისთვის სპეციალური სავალი ზოლი იქნება, დაგეგმილია პეკინის ქუჩასთან დამაკავშირებელ ქუჩაზე ველობილიკის მოწყობაც, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს კოსტავას ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

კალაძის ინფორმაციით, ველობილიკი კოსტავას ქუჩას პეკინის ქუჩასთან დააკავშირებს და საბოლოოდ, თბილისის მერის ინფორმაციით, იგეგმება, რომ ველობილიკი საბურთალოზე დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაუკავშირდეს, რათა საბოლოოდ ერთიანი წრე შეიკრას.

“მე უკვე დავაანონსე, რომ ზაფხულის პერიოდში, მაშინ, როცა მოსახლეობა ქალაქიდან გადის, მეტ-ნაკლებად შესაძლებელია ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროქტების განხორციელება. დავიწყეთ კოსტავას სრული რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, თავისი სამუშაოები GWP-მ დაიწყო, რომ მიწის ქვეშ არსებული კანალიზაციის პრობლემა მთლიანად მოგვარებული და რეაბილიტირებული იყოს, შემდეგი ეტაპი არის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. გაკეთდება გზის საფარი, განათების ბოძები და სადენები, ყველაფერი მიწის ქვემოთ მოეწყობა. ასევე ავტობუსებისთვის ორივე მხარეს სპეციალური სავალი ზოლი იქნება, მგზავრებმა უფრო კომფორტულად იმგზავრონ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო სწრაფი იყოს. მგონია, რომ მართლაც ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კოსტავას ქუჩის ტროტუარზე განთავსდება სკამები და სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები.

როგორც მერიაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება და პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,5 მლნ ლარია.

მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება
დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემთან - Pantelena IMO 9321469,
ხვალ ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის - “ანბანი, როგორც ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართება
საქართველოს ხელოვნების სასახლეში ხვალ, ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის - “ანბანი, როგორც ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტის - “ჩემი ხმა გადამწყვეტია“ ფინალური ღონისძიება ხვალ გაიმართება
თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხვალ, “კარგი მმართველობის ინსტიტუტის“ (GGI) ორგანიზებით პროექტის - “ჩემი ხმა გადამწყვეტია“ ფინალური ღონისძიება,
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ორმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ორმხრივი
ფერმერთა ასოციაცია - აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში პრიორიტეტად 30 წლამდე ახალგაზრდების ჩართულობა განისაზღვრება
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში პრიორიტეტად 30 წლამდე მამაკაცებისა და ასაკის შეუზღუდავად ქალების ჩართულობა განისაზღვრება.
“საქაერონავიგაციამ“ თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემები დაამონტაჟა
თბილისში, გუდაურში, ბაკურიანსა და წნორში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაეროგენერაციამ“ თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემა
ტურიზმის ადმინისტრაცია ქართული კულინარიის განვითარების მიზნით ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქართული კულინარიის განვითარების მიზნით არაერთი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებით, პრემიერის ინიციატივა საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია.
ირაკლი ნადირაძე - ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად დაგვინიშნეს არა ურბანისტი, არამედ ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე ადამიანი
თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად დაგვინიშნეს არა ურბანისტი, არამედ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე ადამიანი,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5779 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5779 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ