არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6343
EUR
1 EUR
3.0047
RUB
100 RUB
3.9453
15-08-2018
კლუბმა „ბასიანმა“ მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა
14:58 10-08-2018
 კლუბმა „ბასიანმა“ მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა კლუბმა „ბასიანმა“ მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა, - გადაწყვეტილების შესახებ კლუბის განცხადებაშია ნათქვამი. „ბასიანის“ ადმინისტრაციის განმარტებით, გადაწყვეტილება გულწრფელ საზოგადოებრივ პროტესტს უკავშირდება. განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საკლუბო სცენას და რეივ-კულტურას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დატვირთვა უსამართლო და რეპრესიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს არამხოლოდ მსოფლიოს, არამედ საქართველოს უახლოესი წარსულიდან.

12-13 მაისის მოვლენებმა ნათლად გვანახა, რომ სახელმწიფო სისტემაც კი უძლურია საერთო იდეებისა და ღირებულებების გარშემო გაერთიანებული თავისუფალი ადამიანების წინაშე. ჩვენი ერთობლივი ცეკვა და ბრძოლა სამაგალითოდ იქცა მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის, არაერთ ახალ საპროტესტო ტალღას დაუდო საფუძველი და ამ სცენას პოლიტიკური მნიშვნელობა დაუბრუნა. ამაში უდიდესი წვლილი პირველ რიგში სწორედ ჩვენს მოცეკვავეებს მიგიძღვით და იმ ნდობასა და სოლიდარობას, რაც ერთმანეთს გამოვუცხადეთ.

სწორედ 12 მაისის მოვლენები გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ქალაქმა გამოგვიცხადა სოლიდარობა. პეკინი, ამსტერდამი, პულა, ბერლინი. - ეს ის ქალაქებია, სადაც უახლოეს მომავალში გაიამართება BASSIANI-ის „შოუქეისები“. საკლუბო ღამეების მთავარი მესიჯები კი უცვლელია - ცეკვა თავისუფლებისთვის.

15 სექტემბერს, მოსკოვში, REDBULL MUSIC ACADEMY-ის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღამე RESISTANCE IN MUSIC WITH BASSIANI RESIDENTS - სწორედ ამ შინაარსის მატარებელი იყო. ის მოსკოვის ანდერგრაუნდ კლუბში, GASGOLDER-ში დაიგეგმა და ორგანიზატორების გულწრფელი სურვილი გახლდათ, რომ წინააღმდეგობრივი შინაარსის მქონე ღამის „ჰედლაინერად“ სწორედ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები მიეწვიათ, როგორც სისტემასთან ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო.

“თქვენ მოიგეთ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ წავაგეთ. ამიტომ გვსურს თქვენი მოწვევა აქ” - მოგვწერეს ორგანიზატორებმა, რომლებიც არაერთხელ ყოფილან რუსეთისა და პუტინის რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი. შეგახსენებთ, მოსკოვში არაერთი კლუბი დახურეს ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც სცადა BASSIANI-ის დახურვა ჩვენმა ხელისუფლებამ.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის სრულიად გასაგებია ფესტივალის წარმომადგელების სურვილი, შეძლებისდაგვარად დაუბრუნონ წინააღმდეგობრივი მნიშვნელობა ადგილობრივ საკლუბო სცენას. სოლიდარულები ვართ მათი ამ სურვილის მიმართ და ვგულშემატკივრობთ ყველას, ვინც თავის მხრივ ცდილობს უსამართლო სისტემის გარდაქმნას. ფესტივალის პრომოუტერები ჩვენთან ერთად იდგნენ 12-13 მაისის მოვლენების დროს და იზიარებენ ყველა იდეასა და ღირებულებას, რის გარშემოც ვართ გაერთიანებულნი.

ჩვენს გულწრფელ სურვილს მონაწილეობა მიგვეღო წინააღმდეგობრივი შინაარსის ღამეში, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ერთგული მხარდამჭერების, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ გულისტკივილს, რაც თანამოქალაქეებმა გამოხატეს კლუბის მიმართ. ვიაზრებთ იმასაც, რომ ეს ღამე საქართველოს ისტორიისთვის უმძიმეს დროს, აგვისტოს ომის 10 წლისთავის დღეებში დაანონსდა, რამაც ცხადია, გაამძაფრა მოქალაქეთა გულისტკენა. გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმ ღონისძიების, რომელიც უნდობლობის გამო ანგარიშსწორებისა და დაპირისპირების იარაღად იქცა.

ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ღამე არ იყო ჩაფიქრებული რიგით მუსიკალურ გასართობ ღამედ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება არის არა უკან დახევა ან ეჭვის შეტანა საკუთარი ქმედების ლეგიტიმურობაში, არამედ საპროტესტო ფორმის ცვლილება. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ფესტივალში მონაწილეობითაც და მისი გაუქმებითაც იყო, არის და იქნება საერთაშორისო სცენაზე ჩვენი პროტესტისა და სათქმელის გატანა.

BASSIANI / HOROOM პოლიტიკური შინაარსის მატარებელი მოძრაობაა. დაფუძნების დღიდან ჩვენი მიზანი სწორედ დაჭაობებული პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ გალაშქრება იყო, რომელსაც უწყვეტად აგრძელებს დღევანდელი რუსეთი და პუტინის რეჟიმი. საზოგადოებაში უთანასწორობის, ზიზღის, სიძულვილისა და აგრესიის გაღვივება მათი ბრძოლის მთავარი მეთოდია. ამიტომ არ გაგვკვირვებია, რომ 12 მაისის დარბევამდე BASSIANI-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას სწორედ პრორუსული რეგრესული ძალები ახორციელებდნენ. ჩვენ მომავალშიც უკომპრომისო ბრძოლას ვაპირებთ მათთან ერად, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს. ტექნო მუსიკა ჩვენი საერთო პროტესტის ენაა და ჩვენი სათქმელიც - საერთოა.

სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ მოცეკვავეს, რომლებსაც გულწრფელად სურთ წინააღმდეგობრივი შინაარსი შესძინონ ადგილობრივ სცენას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ ამ ბრძოლაში.

რაც მთავარია, მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ადამიანს, ვისაც ყოველთვის სჯეროდა და სჯერა ჩვენი საერთო ხედვების, არასდროს შეგვპარვია ეჭვი, რომ ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ ერთობლივ, სოლიდარულ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი.

...საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მოწყვეტილია საკუთარ სახლებს. ჩვენი ხმა მსოფლიომ უნდა გაიგოს - არა ოკუპაციას“, - ნათქვამია „ბასიანის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კახა კალაძე გენუაში მომხდარი ტრაგედის გამო იტალიელ ხალხს და მთავრობას უსამძიმრებს
თბილისის მერი კახა კალაძე გენუაში მომხდარი ტრაგედის გამო იტალიელ ხალხს და მთავრობას უსამძიმრებს. „შემაძრწუნებელია იტალიის ქალაქ გენუაში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც ათობით
„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID ენერგეტიკული პროგრამის ხელშეწყობით დღეს, „საქართველოს ენერგეტიკული
54 წლის ქალის გარდაცვალებაში ოჯახი ე.წ. „არამიანცის“ საავადმყოფოს ექიმს ადანაშაულებს
54 წლის ქალის გარდაცვალებაში ოჯახი N1 კლინიკური საავადმყოფოს (ე.წ. „არამიანცი“) საავადმყოფოს ექიმს ადანაშაულებს.
 გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია
 „საპარტნიორო ფონდსა და თსუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ სტაჟირებას 15 სტუდენტი გადის
„საპარტნიორო ფონდსა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის 15 სტუდენტი
 „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გარდაბანში, „ყარადაღ-თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო
 სოფო კილაძე სახალხო დამცველს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის მოადგილეებს შეხვდა.
 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6343 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6343 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
„ჯორჯიან მანგანეზის” მმართველის ინიციატივით, ზესტაფონმა საზაფხულო ღონისძიებებს უმასპინძლა
„ჯორჯიან მანგანეზის” მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით და ორგანიზებით ზესტაფონმა საზაფხულო ღონისძიებებს უმასპინძლა, - ამის შესახებ
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის