არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6343
EUR
1 EUR
3.0047
RUB
100 RUB
3.9453
15-08-2018
ეკატერინე მიქაბაძე - მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება
17:57 10-08-2018
 ეკატერინე მიქაბაძე - მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით ყალიბდება, ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობას არაერთი ფაქტორი უწყობს ხელს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მედიის წარმომადგენლებს ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა.

ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში დაფიქსირებული 5.7%-იანი ეკონომიკური ზრდის, მათ შორის მეორე კვარტალში 6%-იანი ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია გააქტიურებული საინვესტიციო საქმიანობა, ქართული ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა, გაზრდილი ტურიზმი, ასევე პოზიტიური ტრენდით ხასიათდება მიმდინარე პერიოდში საგარეო სექტორის მდგომარეობა.

„მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც გვიჩვენებს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებით ეროვნული ვალუტის მდგომარეობას, 2018 წლის 10 აგვისტოს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.1 პროცენტით არის გამყარებული“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ბაზრის მონაწილეები უფრო აქტიურად აკვირდებიან რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას და მათ შორის თურქეთისას, სადაც ადგილობრივი ვალუტის მნიშვნელოვან გაუფასურებას აქვს ადგილი, ანალოგიური ვითარებაა რუსეთში რუბლის შემთხვევაშიც.

„აღსანიშნავია, რომ თურქული ლირის გაუფასურება, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოზე ნაკლებად იქონიებს გავლენას. მნიშვნელოვანია რომ თურქეთში ინფლაცია მაღალია და ივლისში 15.85 პროცენტი შეადგინა. ამავე დროს საქართველოში ინფლაცია დაბალია და ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან არის შესაბამისობაში. ასევე, საქართველოში პროდუქტიულობის ზრდის ტემპი აჭარბებს თურქეთში პროდუქტიულობის ზრდის ტემპს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს. ამდენად, ლირის გაუფასურებას შეიძლება ჰქონდეს ლარის კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კახა კალაძე გენუაში მომხდარი ტრაგედის გამო იტალიელ ხალხს და მთავრობას უსამძიმრებს
თბილისის მერი კახა კალაძე გენუაში მომხდარი ტრაგედის გამო იტალიელ ხალხს და მთავრობას უსამძიმრებს. „შემაძრწუნებელია იტალიის ქალაქ გენუაში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც ათობით
„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID ენერგეტიკული პროგრამის ხელშეწყობით დღეს, „საქართველოს ენერგეტიკული
54 წლის ქალის გარდაცვალებაში ოჯახი ე.წ. „არამიანცის“ საავადმყოფოს ექიმს ადანაშაულებს
54 წლის ქალის გარდაცვალებაში ოჯახი N1 კლინიკური საავადმყოფოს (ე.წ. „არამიანცი“) საავადმყოფოს ექიმს ადანაშაულებს.
 გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია
 „საპარტნიორო ფონდსა და თსუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ სტაჟირებას 15 სტუდენტი გადის
„საპარტნიორო ფონდსა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის 15 სტუდენტი
 „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გარდაბანში, „ყარადაღ-თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო
 სოფო კილაძე სახალხო დამცველს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის მოადგილეებს შეხვდა.
 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6343 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6343 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
„ჯორჯიან მანგანეზის” მმართველის ინიციატივით, ზესტაფონმა საზაფხულო ღონისძიებებს უმასპინძლა
„ჯორჯიან მანგანეზის” მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით და ორგანიზებით ზესტაფონმა საზაფხულო ღონისძიებებს უმასპინძლა, - ამის შესახებ
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის