არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
საქართველო და თურქეთი - ორი მეგობარი ქვეყანა
18:27 22-05-2017
საქართველო და თურქეთი - ორი მეგობარი ქვეყანა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის საქართველოში ვიზიტამდე, თურქეთის საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის „თურქეთის სტიპენდიების“ (Turkiye Scholarships) ფარგლებში, თურქეთის უნივერსიტეტების სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და შეხვედრასთან დაკავშირებული შეხედულებები გამოთქვეს. სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებულებმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში მუშაობენ, აღნიშნეს, რომ ამ ორი მეგობარი ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტულურ სფეროებში თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს.

საქართველოდან თურქეთში განათლების მისაღებად წამსვლელი სტუდენტების რაოდენობა ყოველ წელს მატულობს, კურსდამთავრებულები კი ამ ორ ქვექანას შორის გადებული კიდევ ერთი მეგობრობის ხიდია. დღემდე თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტი 500-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა და ისინი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სექტორში მუშაობენ. თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის საქართველოში უახლოეს ვიზიტთან დაკავშირებით თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს თურქეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა.

თურქეთის სტიპენდიების ფარგლებში, რომელიც უცხოელ სტუდენტებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს თავაზობს, 2016 წელს 175 ქვეყნიდან 122 000-მა სტუდენტმა გააკეთა განაცხადი.

სამშენებლო სფეროში თურქ ბიზნესმენთა ინვესტიციები იზრდება


შავი ზღვის ტექიკური უნივერსიტეტის (KTÜ) საინჟინრო ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტის ზვიად თურმანიძის თქმით თურქეთი და საქართველო რეგიონში ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. „თურქეთი და საქართველო ორი მეგობარი ქვეყანაა. ეს მდგომარეობა ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება. განსაკუთრებით დღითიდღე იზრდება სამშენებლო სფეროში თურქი ბიზნესმენების მიერ ჩადებული ინვესტიციები. ეს პოზიტიური განვითარება ხელს უწყობს როგორც ეკონომიკურ და სავაჭრო საქმიანობას, ასევე ორი ქვეყნის ახლოდან გაცნობის მსურველთათვის სამუშაო ადგილების შექმნასაც“.

ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა და საერთო სატრანზიტო გზების პროექტები წარმატებით ხორციელდება

ანკარის უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის დოქტორანტი, თამარ ბერიძე, რომელიც ასევე ხაზს უსვამს, რომ თურქეთი და საქართველო რეგიონის ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, ამბობს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ და თურქეთმა ერთობლივად იმოქმედონ. საქართველოს გეოგრაფიულად საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. საქართველო, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთიდან ჩრდილოეთით, აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ისტორიულ საქარავნო-სავაჭრო გზაზე მდებარეობს. თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა და საერთო სატრანზიტო გზების პროექტები წარმატებით ხორციელდება.

თურქეთი რეგიონში სამედიცინო სფეროში მოწინავე ქვეყანაა


თეონა ვარშალომიძემ, რომელიც ანკარის უნივერსიტეტის სამედიცინო დაწესებულებების მართვის მენეჯმენტის სპეციალობაზე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა, აღნიშნა რომ თურქეთში მიღებულმა ხარისხიანმა განათლებამ და გამოცდილებამ შესაძლებლობა მისცა ბათუმში მნიშვნელოვანი სამსახური ეპოვნა. განმარტა, რომ თურქეთ-საქართველოს ახლო ურთიერთობები აქვს არა მხოლოდ ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში, არამედ თანამშრომლობენ სამედიცინო სფეროში და თურქეთის ჯანდაცვის სისტემა საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მაგალითია.

ურთიერთობების დადებითი გავლენა უნივერსიტეტის სტუდენტებზე


სტამბოლში არსებული მარმარას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, დიანა ბერიძე, რომელიც საქართველოში ადვოკატად მუშაობს, აღნიშნავს რომ თურქეთი და საქართველო ორი მეზობელი ქვეყანაა, თურქეთს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. ბერიძე ამბობს: “ორ ქვეყანას შორის ყოველ წელს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება, ასევე თანამშრომლობა უფრო იზრდება და ჩნდება ახალი შესაძლებლობები. საქართველოს ეკონომიკაში თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით ტურიზმის, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროში. ეს პოზიტიური ურთიერთობები უნივერსიტეტის სტუდენტებზე დადებითად აისახება“.

თურქეთში მნიშვნელოვანი მეგობრები შევიძინეთ

ანკარის ჰაჯეთეფე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კურსდამთავრებული ჰურიე აბაშიძე, რომელიც საქართველოში ფსიქოლოგად მუშაობს, ამბობს: „თურქეთის მხრიდან განხორციელებული სტიპენდიების პროგრამის წყალობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა. დათავრების შემდეგ ჩვენს მეგობრობას, შეძენილ გამოცდილებას სტუდენტებს ვუზიარებთ. ვფიქრობ, რომ წლების შემდეგ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო დასაფასებელი იქნება“.

ლიკა ჩერქეზიშვილი გაზის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 21 მაისს. დიპლომატიური ურთიერთობები 25 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის უფრო და უფრო ღრმავდება, რამაც სტრატეგიული თანამშრომლობის სახე მიიღო როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. აღნიშნულის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ თურქეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ამასთანავე, თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. გარდა ამისა, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური მოკავშირე, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მხარდამჭერია. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რეგიონის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების თვალსაზრისით. ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენი და "ბაქო-თბილისი-ერზერუმის" გაზსადენი. წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკის სფეროშიც;
კეთილმეზობლური ურთიერთობის მაგალითია, თუნდაც ის რომ, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ და პასპორტის გარეშე შეუძლიათ გადაადგილება, რაც ტურიზმის კუთხით და ასევე საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს ხელს უწყობს, რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის განათლების დარგს, შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთთანამშრომლობა ამ სფეროშიც ღრმავდება, 2015 წლიდან თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დამტკიცდა, სადაც აბსოლუტურად ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ქართული ენა და შეისწავლოს. თურქეთის რესპუბლიკას აქვს გამოყოფილი საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის თურქეთის სტიპენდიები, სადაც საქართველოს მოქალაქეებსაც აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოშიც აქტუალურად ისწავლება თურქული ენა, და ზუსტად ეს თანამშრომლობა ხალხთა შორის ურთიერთობას და ორი ქვეყნის ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავებში შეუწყობს ხელს.

ვფიქრობ, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობა გაგრძელდება , რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ორივე ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის.

თეონა კახიძე, შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრირების ფაკულტეტის დოქტორანტი

საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროში.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი. საქსტატის 2017 წლის იანვარ-მარტის მონაცემების მიხედვით თურქეთზე მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 16%. რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობას, 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით 997 797.6 აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველო-თურქეთს შორის ბოლო წლებში დინამიკურად ვითარდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. საქართველოში თურქეთის მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების მეშვეობით შენდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები და გადაცემის ხაზები. თურქეთის მხრიდან ხორციელდება ინვესტიციები სხვადასხვა სფეროში და აქედან გამომდინარე, თურქეთი გადაიქცა მსხვილ ინვესტორ ქვეყანად და ბოლო 2016 წლის საქსტატის მონაცემების მიხედვით თურქეთი, აზეირბაიჯანის შემდეგ მეორე მსხვილ ინვესტორ ქვეყანას წარმოადგენს.
აგრეთვე მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობა გაზისა და ნავთობის ევროპის ტრანსპორტირების სფეროში. ორი უსხვილესი პროექტი ხორციელდება.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი “(BTC) ნავთობსადენი ( რომლის სრული ექსპლუატაცია 2006 წელს მოხდა) საქართველოსთვის, როგორც შემოსავლების მხრივ მომგებიან პროექტს არ წარმოადგენს, როგორც ტრანზიტორი ქვეყანა წელიწადში 50 მილიონს იღებს , თუმცა ენერგოუსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგეს.

“შაჰ-დენიზი“ გაზსადენი, საბადოს დამუშავებაზე კონტრაქტი 1996 წლის ივნისში გაფორმდა და 2013 წლის 17 დეკემბერს მოეწერა ხელი და დაიწყო შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის განხორციელება. ეს პროექტი განსხვავებით „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ პროექტისგან მომგებიანია, როგორც ეკონომიკის ,ასევე ენერგოუსაფრთხოების კუთხით. ამ პროექტის მეშვეობით საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. აგრეთვე 2019 წლიდან საქართველო დამატებით მიიღებს დაახლოებით 1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს შეღავათიან ფასად.

საქართველოსა და თურქეთის მეგობრული ურთიერთობა დადებითად აისახება ტურიზმზეც. თურქეთი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით მესამე ქვეყანაა.

ამგვარად, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები უფრო ღრმავდება, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები