არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
„ინფო 9“ "ბილაინის" ირგვლივ „ელიტარული კორუფციის თაობაზე“ საგამოძიებო მასალას აქვეყნებს
13:09 29-05-2018
„ინფო 9“ "ბილაინის" ირგვლივ „ელიტარული კორუფციის თაობაზე“ საგამოძიებო მასალას აქვეყნებს „ინფო 9“ "ბილაინის" ირგვლივ „ელიტარული კორუფციის თაობაზე“ საგამოძიებო მასალას აქვეყნებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში „ა-მობაილი“ საქართველოს კოდით ოპერირებდა.

რუსულ კომპანიას სიხშირე, ლიცენზია მისცეს და სასათბურე პირობები შეუქმნეს.

„ა-მობაილის“ ლიცენზიაში გადახდილი 9 მილიონი და „ბილაინის“ ლიცენზიაში გადახდილი დამატებით 6 მილიონი ბიუჯეტში არ შესულა.

რუსული „ბილაინის“ და აფხაზური „ა-მობაილის“ ქართული წილები


2006 წლის ნოემბრის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირება დაიწყო აფხაზურმა მობილური კავშირის კომპანია „ა-მობაილმა“, სადაც 5-%-იანი წილი ეკუთვნოდა ე. წ. სახელმწიფოს, ხოლო დანარჩენი, როგორც აფხაზური კონფიდენციალური წყარო აცხადებდა, ე. წ. კერძო ინვესტორებს.

კონკურენტისგან განსხვავებით, „ა-მობაილმა“ მოახერხა 900 და 1 800 სიხშირეზე ლიცენზიის მოპოვება, ხოლო მისი კონკურენტი მხოლოდ 900-იანი სიხშირით ოპერირებდა.

აფხაზური „ა-მობაილის“ არაოფიციალურ კურატორად აფხაზეთის დე ფაქტო მეთაურის, სერგეი ბაღაფშის შვილი ზურაბ ბაღაფში სახელდებოდა.

ამ მოცემულობაში ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ აფხაზური მობილური კომპანია საქართველოს კოდით, + 995-ით სარგებლობდა, რაც მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში იყო შესაძლებელი.

მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს აფხაზურმა „ა-მობაილმა“, რომლის არაოფიციალური მფლობელები ასევე გახლდნენ საქართველოში კომპანია „ბილაინის“ მეწილეები, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან, კერძოდ, დიმიტრი ქიტოშვილისგან, 9 მილიონად მოიპოვეს ოპერირების ლიცენზია.

ეს გარიგება უფრო მსხვილი ქეისის ნაწილს შეადგენდა.

2006 წლის ნოემბერში, როდესაც ფინალურ ფაზაში შევიდა მოლაპარაკება „ა-მობაილსა“ და სააკაშვილის მთავრობას შორის, მას შემდეგ, რაც „ა-მობაილმა“ გადაიხადა 9 მილიონი, „მეგაკომმა“ 239 000 ლარად მიიღო ზუსტად ისეთივე სიხშირე, რაშიც „მაგთიკომს“ 27 მილიონი გადაახდევინეს. ამის შემდეგ საქართველოში ოპერირება დაიწყო რუსულმა „ბილაინმა“, როგორც „მეგაკომის“ პარტნიორმა. „ბილაინი“ კი წარმოადგენდა რუსულ კომპანია „ვიმპელკომს“. „ბილაინი“ საწყის პერიოდში საქართველოში ოპერირებდა კომპანია „მობიტელის“ სახელით.

ამ ფაქტმა „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში მაშინ დაპირისპირება გამოიწვია. კახა ბენდუქიძემ ქიტოშვილს, რომელიც გახლდათ კომისიის თავმჯდომარე, კორუფციაში დასდო ბრალი, ქართულ მობილურ ბაზარზე რუსული „ვიმპელკომისთვის“ სასათბურე პირობების შექმნის გამო.

როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ბენდუქიძე ამ გარიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილმა არ ჩააყენა საქმის კურსში, რადგან აფხაზური კომპანიის ლიცენზიაში გადახდილი 9 მილიონი და ქართული „ბილაინის“ ლიცენზიაში გადახდილი დამატებითი 6 მილიონი ბენდუქიძეს არ უნახავს და არც ბიუჯეტში შესულა, როგორც ლიცენზიის საფასური.

ეს გარიგება, წყაროს ინფორმაციით, მთლიანად 15 მილიონი დაჯდა.

ამ გარიგებით, რუსულმა „ვიმპელქკომმა“ მოიხსნა ისეთი პრობლემა, როგორიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერირების ლიცენზიის მიღება იყო, რადგან მათი ოფიციალური თანამშრომლობა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან საერთაშორისო პრიზმიდან, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდი სანახავი იქნებოდა რეპუტაციულად.

და გამოსავალი მარტივად, ისევ საქართველოში ინახა.

რუსული „ბილაინის“ ქართული წილი და „ა-მობაილის“ წილები რეალურად სწორედ სააკაშვილთან დაკავშირებულ გუნდს ეკუთვნოდა.

დიმიტრი ქიტოშვილის მიმართ წაყენებულ არაერთ ბრალდებას შორის „ბილაინისთვის” ლიცენზიის იაფად მიცემაც შედიოდა. საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ მარეგულირებელი კომისია ძირითადად უმაღლეს ხელისუფალთა, უმეტესად კი პრეზიდენტის პოლიტიკურ ნებას აღასრულებდა. ქიტოშვილის პასუხი საგამოძიებო კომისიის თუ სასამართლო სხდომებზე ძირითადად იყო ის, რომ მას კარგად არ ახსოვდა ესა თუ ის ფაქტი.

"ინფო 9" ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებს და შეეცდება გაარკვიოს:

სად წავიდა „ა-მობაილის“ ლიცენზიაში გადახდილი 9 მილიონი და „ბილაინის“ ლიცენზიაში გადახდილი დამატებით 6 მილიონი,

ვის ეკუთვნოდა რუსული „ბილაინის“ და აფხაზური „ა-მობაილის“ ქართული წილები რეალურად.

წყარო: „ინფო 9“



InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები