არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5694
EUR
1 EUR
2.9242
RUB
100 RUB
3.7778
14-08-2018
კახა კალაძე - იმ მდგომარეობიდან გამოვედით, როდესაც ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი - პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი
13:07 16-04-2018
კახა კალაძე - იმ მდგომარეობიდან გამოვედით, როდესაც ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი - პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი “ქართულ ოცნებაში” არანაირი დაპირისპირების ნიშნები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

„უმრავლესობა იქნება შენარჩუნებული, უმრავლესობა არ დაიშლება და ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაბრაზებული პარლამენტის თავმჯდომარეზე, კახა კალაძემ უპასუხა, რომ გუნდში არის მსჯელობა და ეს ნორმალური პროცესია.

“რა ბრაზზე ვსაუბრობთ, პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ერთმანეთს გავუბრაზდეთ და ასეთი დამოკიდებულება იყოს გუნდში. არის მსჯელობა, ეს ნორმალური პროცესია. შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს სხვადასხვა საკითხზე, ესეც ნორმალური პასუხია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთ ადამიანზე იყო ყველაფერი მორგებული და ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი ქვეყანაში: პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი. ასე რომ, მადლობა ღმერთს, ჩვენ გამოვედით ამ მდგომარეობიდან, ქვეყანაში არის დემოკრატია, ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იქნება დაფუძნებული”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
„გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 აგვისტოს მიღებული დადგენილების შედეგად, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს
ირაკლი კობახიძე - როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო
როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ
ირაკლი კობახიძე - აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სხვადასხვა კომენტარები გაკეთდა და ბოლო განმარტება მმართველი გუნდისთვის მისაღებია
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სხვადასხვა კომენტარები გაკეთდა და ბოლო
ირაკლი კობახიძე - ყოველთვის, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების წინააღმდეგ, პრეზიდენტი ხდება ხოლმე აგრესიული სასამართლოს წინააღმდეგ
ყოველთვის, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების წინააღმდეგ, პრეზიდენტი ხდება ხოლმე აგრესიული
 აკაკი ცომაია - სადამდე გაგრძელდება ლარის კურსის ვარდნა, ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხიც ამ დროისთვის არავის აქვს
ეკონომისტი აკაკი ცომაია ლარის კურსის გაუფასურებას თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. როგორც ცომაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ
 დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისია ერთიან დასკვნაზე შეჯერდება და პარლამენტის წინაშე საერთო პოზიციით გამოვა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი
 დავით სერგეენკო - მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები მნიშვნელოვნად გაიაფდა
მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები მნიშვნელოვნად გაიაფდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხიდის ჩამონგრევის გამო იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
 სულხან სალაძე - უმრავლესობის გადაწყვეტილება პრეზიდენტს არ შეხვდეს, ზრდის შანსს, რომ პარლამენტი მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, უმრავლესობის გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
 დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გამართა.