არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2018
კვირიკაშვილის კადრების წმენდა, შემდეგი მღებრიშვილია - რომელ გუბერნატორებს გაუშვებენ მალე

ხორავას ქუჩის საქმე - "დაკავებული დ.ღ. დიდი ინფორმაციის მატარებელია, მას მკვლელებამდე მიყვანა შეუძლია"

პირამიდული ბიზნესის მორიგი მსხვერპლი - "პარლამენტი სირაქლემის პოზიციაშია..."

* * *
კვირიკაშვილის კადრების წმენდა, შემდეგი მღებრიშვილია - რომელ გუბერნატორებს გაუშვებენ მალე

"გიორგი კვირიკაშვილის დროინდელი კადრების წმენდა ხელისუფლებაში გრძელდება. დიმიტრი ქუმსიშვილის, მიხეილ ჯანელიძისა და მიხეილ გიორგაძის შემდეგ, თანამდებობას ტოვებს გიორგი მღებრიშვილი "საკუთარი სურვილით" და უკვე კულუარებში ითქვა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, თანამდებობებს გამოეთხოვონ გუბერნატორებიც. ამასთან, კულუარული ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, მღებრიშვილი გახდეს მესამე ყოფილი მინისტრი, ქუმსიშვილისა და ალავიძის შემდეგ, ვისი საქმიანობის შესწავლასაც პროკურატურა დაიწყებს. ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას თქმით, თუკი პროკურატურა გადაწყვეტს, გიორგი მღებრიშვილის საქმიანობით დაინტერესდეს, კეისების მოძიება არ გაუჭირდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კვირიკაშვილის კადრების წმენდა, შემდეგი მღებრიშვილია - რომელ გუბერნატორებს გაუშვებენ მალე.

"შეიძლება, ეს იყოს ნარკოტიკების "ჩადების" არაერთი გახმაურებული საქმე თუ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების ჯერ ისევ გამოუძიებელი საქმე. "თუკი რომელიმე პირმა, ვინც თავის დროზე "ჩადებების" საქმეში მონაწილეობდა, აღიარა ის, რომ ეს ყველაფერი მაშინდელ შს მინისტრთან იყო შეთანხმებული, მაშინ მღებრიშვილს პასუხისგება მოუწევს. თუმცა, არ მგონია, რომ ეს მოხდეს. არ მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" ახლა დამატებითი პოლიტიკური სკანდალები სჭირდებოდეს, მაგრამ მღებრიშვილი იქნება ის ერთგვარი საქაღალდე, რომელიც თაროზე იქნება შემოდებული და მას მაშინ ჩამოიღებენ, როდესაც საჭირო გახდება რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის, ეს "ოცნება" იქნება, თუ შემდგომ მისი შემცვლელი პოლიტიკური ძალა, იმიტომ, რომ, თუნდაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე, ეს იყო ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი დარტყმა", - ამბობს მირცხულავა... გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მღებრიშვილმა წასვლა თავად გადაწყვიტა. მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსთავი 2"-ის ცნობით, მღებრიშვილს განცხადება საკუთარი სურვილით არ დაუწერია და მას თანამდებობის დატოვება ახალმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მოსთხოვა. უფრო მეტიც, კულუარებში უკვე ისიც ითქვა, რომ, გამორიცხული არ არის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის შემდეგ, პროკურატურამ მღებრიშვილის საქმიანობის შესწავლაც დაიწყოს. ზურაბ ალავიძე მარტში გაუშვეს თანამდებობიდან და მის ადგილზე ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი კადრი - მაია ცქიტიშვილი დაინიშნა. როგორც მაშინვე ითქვა, ალავიძე ინფრასტრუქტურის სამინისტროში კორუფციული გარიგებების გამო გაათავისუფლეს. თუმცა პროკურატურა მის სამინისტროში დარღვევებით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კვირიკაშვილი წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან. გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად გასული წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე კი, 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე, ის შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა. გოჩა მირცხულავას თქმით, გიორგი მღებრიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოყვანილი კადრი იყო, რომელსაც შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი მფარველობდა და შს მინისტრობის პერიოდში მღებრიშვილმა ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი ზიანი დააგროვა", - განაგრძობს გამოცემა.

"გაგახსენებთ თუნდაც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს, ასევე - მასობრივი "ჩადებების" აქციებს, რომლებსაც მღებრიშვილის ხელმძღვანელობით პოლიციელები უწყობდნენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს. გახმაურებული ფაქტი იყო "ბირჟა მაფიის" საქმე; ასევე - ელისო კილაძის შვილის, დათო ხარშილაძის საქმე, როდესაც სასამართლომ გადაწყვეტილებით ლამის თავზე დაახურა პოლიციას; ასევე იყო პრეზიდენტის შვილის მეგობრების საქმეც. ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს ეკისრება და ჩვენ ვხედავდით, რომ ყველა ასეთ სიტუაციაში კვირიკაშვილი მღებრიშვილს აფარებდა ხელს. ის ერთგვარი თანამონაწილეც კი გახდა, რადგან შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც არ დაუყენებია. მე ვფიქრობ, რომ როდესაც მფარველი კვირიკაშვილი გადაყენებულია, მღებრიშვილი მთავრობაში არასასურველ პერსონად მოიაზრებოდა და, ამდენად, მისი გაშვება ამ ფონზე ლოგიკურია. აქ ასევე არის კიდევ რამდენიმე მომენტიც, სვანეთში მომხდარი ტრაგედიის ფარგლებში სამაშველო სამსახურის რიგითმა წევრებმა მართალია, თავდადებით იმუშავეს, მაგრამ მღებრიშვილის მხრიდან რეაგირება ერთგვარად დაგვიანებული იყო და შესაძლოა, დამატებითი ფაქტორი ესეც გახდა", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოჩა მირცხულავა.

"უნდა ველოდოთ თუ არა საკადრო ცვლილებების გაგრძელებას ხელისუფლებაში? "ოცნების" კულუარებში ამბობენ, რომ გამორიცხული არ არის, მღებრიშვილის მსგავსად, უახლოეს ხანში თანამდებობა დაატოვებინონ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გუბერნატორ ლევან შონიას და ასევე შესაძლოა, შონია პროკურატურაშიც დაიბარონ. გოჩა მირცხულავა ამბობს, რომ, მისი თვალსაზრისით, იმერეთის გუბერნატორის გარდა, აბსოლუტურად ყველა გუბერნატორი შესაცვლელია. "იმიტომ, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კორუფციულ გარიგეგებაში და ეს მნიშვნელოვნად არტყამს "ოცნების" ხელისუფლებას. თუ ეს ცენტრში არ ჩანს, რეგიონებში მოსახლეობა ამას ხედავს. გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ 2-3-მა გუბერნატორმა სხვადასხვა პარტიაში ემისრებიც გაგზავნა, ჩვენს რეგიონში ყველაფერი კარად იქნება და არჩევნები ხუთიანზე ჩატარდებაო. რას ნიშნავს "კარგად იქნება", ამაზე უკვე "ოცნებაში" უნდა იფიქრონ", ამბობს მირცხულავა, რომლის თქმით გუბერნატორებმა "ვირეშმაკული თამაშები დაიწყეს...", - დასძენს გამოცემა.

ხორავას ქუჩის საქმე - "დაკავებული დ.ღ. დიდი ინფორმაციის მატარებელია, მას მკვლელებამდე მიყვანა შეუძლია"

"დაკავებულ დავით სარალიძის მეგობარს დ.ღ. ბრალი წაუყენეს. როგორც ზაზა სარალიძე "რეზონანსთან" აცხადებს, ეს არის მოზარდი, რომლიც საკმაოდ დიდი ინფორმაციის მატარებელია და მას შეუძლია გამოძიება სწორ კვალზე დააყენოს. დ.ღ.-ს მშობლები კი აცხადებენ, რომ მათ შვილს ცრუ ჩვენება არ მიუცია და მან ზუსტად ის მოყვა, რაც დაინახა. მისივე თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. "არანაირი ცრუ ჩვენება არ ჰქონია. სასამართლოზე თქვა ზუსტად ის, რაც მოხდა და არაფერი არ შეუცვლია", - განაცხადა არასრულწლოვნის დედამ. მოზარდი, რომელიც დააკავეს, 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტში და შემდეგ უკვე ხორავას ბნელ ფარდულში განვითარებულ მოვლენებშიც ფიგურირებს. ზაზა სარალიძის თქმით, მოზარდმა ჩვენება კალანდიას ოჯახის წევრების, მირზა სუბელიანის ან ბორის კაკუბავას ზეწოლის შედეგად შეცვალა. მან ერთ ჩვენებაში მიხეილ კალანდიას ბრალეულობაზე ისაუბრა, ხოლო სასამართლოზე ეს ჩვენება სრულიად შეცვალა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვინ ბლოკავს ხორავას ქუჩის საქმის გახსნას - "დაკავებული დ.ღ. დიდი ინფორმაციის მატარებელია, მას მკვლელებამდე მიყვანა შეუძლია".

"სარალიძე ამბობს, რომ ეს არის მოზარდი, რომლის დასახმარებლადაც დათო სარალიძე ხორავას ქუჩაზე წავიდა. სარალიძე ითხოვს დააკავონ ყველა ის პირი, ვინც გარკვეული მიზეზით მომხდარის დეტალებს მალავს. მისივე თქმით, სწორედ ეს მოზარდია ის პირი, რომელმაც ჩხუბის დროს შიო მენაბდის შვილი ცივი იარაღით დაჭრა. სარალიძის თქმით, დ.ღ-მ იცის ბევრი ისეთი დეტალი, რომლის მეშვეობითაც გამოძიება დათო სარალიძის მკვლელების იდენტიფიცირებას შეძლებს - "ვითხოვ შსს-მ დააკავოს ყველა ის პირი, რომელმაც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. ეს იყო დაგვიანებული, მაგრამ მართებული ნაბიჯი და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. დ.ღ. დაჭრის ფაქტამდე ყველაფერზე საუბრობს და ჰყვება დეტალებს დაჭრის ფაქტამდე, ოღონდ დაჭრის ფაქტზე აღარ საუბრობს და მალავს. ვიღაცას უნდოდა კვალის არევა, ან დააშინეს ეს მოწმე ან მოისყიდეს, ან თავის მენტალობიდან გამომდინარე არ საუბრობს არაფერს. შესაძლოა, მირზა სუბელიანმა (დააშინა ან მოისყიდა) შესაძლებელია ბორის კაკუბავას ან შესაძლებელია ყველა სხვა პირებს, რომლებიც ჯერ არ არის გამოკვეთილი და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მთავარი ფიგურანტები არიან", - ამბობს სარალიძე და მიიჩნევს, "ეს საქმე ისე ჩაიხლართა, რომ ჰგონია ყველა ყველაფერშია გარეული", - აღნიშნავს გამოცემა

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" დამფუძნებელი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ დ.ღ.-ს დაკავება საკმარისი არ არის, რათა საქმეზე ჭეშმარიტება დადგეს. კუპრავა ამბობს, რომ თუ შსს-მ გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანი ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავა, მაშინ რატომ არ აკავებენ მიხეილ კალანდიას, რომელმაც სასამართლოში ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. მისი აზრით, სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ მოხდა დ.ღ.-ს დაკავება, რომ კვალი ახალ პირებზე გავიდეს, რომლებიც დავით სარალიძის მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. კუპრავა ამბობს, რომ მკვლელებზე გასვლა ახლა უფრო გართულდება, რადგანაც დროა გასული და ძალიან ბევრი მტკიცებულებაა განადგურებული. მისი განცხადებით, პროკურატურის დარღვევებზე შსს უწევს, რომ რაღაც გამოიყვანოს და მათთვის სიტუაცია უფრო გართულებულია", - განაგრძობს გამოცემა.

"პირველ რიგში, ბრალეულობა იმ ადამიანების უნდა დადგეს, ვინც ამ საქმეს თეთრად კერავდა. აუცილებელია გავიგოთ დ.ღ. ვინ დააშინა და ვინ მიუთითა, რომ ცრუ ჩვენება მიეცა. მე და ზაზა სარალიძე თავის დროზე ამ არასრულწლოვანს შევხვდით. ის სკოლის საპირფარეშოდან დაწყებული ჩხუბის და ხორავას ქუჩაზე გაგრძელებულ დაპირისპირების ყველა დეტალს ყვებოდა. თუმცა ფარდულში განვითარებულ მოვლენებს აღარ ყვებოდა. ის ამბობდა, რომ დავით სარალიძე საპირფარეშოში არ ყოფილა და მას კონფლიქტის დაწყებაში როლი არ მიუძღვის. ის მხოლოდ მისი თხოვნით გაყვა ხორავას ქუჩაზე და მას ასევე, ბავშვების მოგროვებაშიც წვლილი არ მიუძღვის. დ.ღ. არის ერთ-ერთი პატარა რგოლი ამ საქმეში, მაგრამ ეს ბავშვი არ არის მთავარი ფიგურა. თუმცა ის არის საკმაოდ დიდი ინფორმაციის მატარებელი. ეს მოზარდი არ არის პირი, რომელმაც დანაშაულის ორგანიზება მოახდინა. ჩხუბის ორგანიზება მირზა სუბელიანის ოჯახის წევრებმა მოახდინეს. მათ მოიყვანეს ბავშვები დანებით შეიარაღებულები", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად კუბრავა.

"ნიკოლაზ იორდანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველია და უყურებდა როგორ ჩეხავდნენ ბავშვები ერთმანეთს, გულცივობა გამოიჩინა. მან ბავშვები განსაცდელში მიატოვა. ისიც უნდა დააკავონ და სისხლისამართლის პასუხისგებაში უნდა მისცენ. შემთხვევა მისგან ორი-სამი მეტრის მოშორებით ხდებოდა. მესმის, რომ ის მორალურად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მისი გულცივობა რით არის განპირობებული? ვინ აიძულებს ამ კაცს, რომ ასეთი გულქვა იყოს? პოლიციამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. ვინმეს გავლენის ქვეშ ხომ არ იმყოფება? ვერ წარმომიდგენია ასეთი გულქვა ადამიანი არსებობდეს", - მიიჩნევს კუპრავა. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავარი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ გასცა, ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ის მიესალმება დ.ღ. დაკავების ფაქტს, თუმცა ამბობს, რომ მისი დაკავება პროკურატურას აქამდეც შეეძლო", - დასძენს გამოცემა.

"ეს ჩანს და ჩანდა პირველივე დღიდან საქმის მასალებიდან გამომდინარე. ამ საქმეში მთავარია დადგინდეს, ვინ იყო ყველა ის ფიგურანტები, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ორი ახალგაზრდების მკვლელობაში და შემდეგ დადგინდეს ვინ დააფარა ხელი და ვინ მოიყვანა აქამდე. დ.ღ. დაკავება ცრუ ჩვენების ბრალდებით აქამდეც შეიძლებოდა და არა მარტო მისი. იგივე ბრალდებით კიდევ რამდენიმე სრულწლოვანის და არასრულწლოვანის დაკავებაც შეიძლება. საქმეში არსებული მასალები ამის სრულ საფუძველს იძლევა. დ.ღ. დაკავებაზე ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს შეიძლება იყოს მიმართულება, რომლითაც შსს გავიდეს რეალურად მკვლელზე ან თანამონაწილეზე. ადრეც გავაკეთეთ მოწოდება, რომ იმ ადამიანებზე, რომლებზეც იკვეთება, რომ მათ აქვთ ცრუ ჩვენებები მიცემული, დაიწყოს სამართლებრივი დევნა", - დაასკვნის სერგი კაპანაძე.

პირამიდული ბიზნესის მორიგი მსხვერპლი - "პარლამენტი სირაქლემის პოზიციაშია..."


"პირამიდული ბიზნესის ჩამოშლის ტენდენცია გრძელდება. საფინანსო კომპანია "საქართველოს", "ემეფიქს ბროკერ ჯორჯიასა" და რამდენიმე მსგავსი კომპანიის თაღლითური სქემების გაშიფვრის შემდეგ მეანაბრეები თანხების მითვისებაში "ეფიქს ბიზნეს გრუპს" ადანაშაულებენ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პროცესი ამით არ შეჩერდება და აღნიშნული კომპანიების გზას სხვებიც დაადგებიან, კიდევ გამოჩნდება ფირმები, რომლებიც მომხმარებლების მიმართ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ. დიდი ალბათობით, "პირამიდა ბიზნესის" ბედს ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაიზიარებს, რაზეც აქტიურად საუბრობენ ფინანსურ წრეებში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პირამიდული ბიზნესის მორიგი მსხვერპლი / ჩარგეიშვილი: პარლამენტი სირაქლემის პოზიციაშია და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად არაფერს აკეთებს.

"კომპანია "ეფიქს ბიზნეს გრუპის" ყოფილმა კლიენტებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი კომპანიის ხელმძღვანელების დაკავებასა და კუთვნილი თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ. დაზარალებულების აცხადებენ, რომ კომპანია პირამიდული სქემით მოქმედებდა და მათი კუთვნილი თანხები უკანონოდ მიითვისა. ბოლო წლებში არაერთი ფინანსური პირამიდის სქემის ჩამოშლისა და სებ-ის მიერ ახალი რეგულაციების დაწესების შემდეგ თითქოს პირამიდული სქემებისგან საზოგადოება დაცული უნდა ყოფილიყო. მაგრამ კომპანია "ეფიქს ბიზნეს გრუპის" მაგალითმა ნათლად აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. შემთხვევა განსხვავებულია სხვა ფინანსური პირამიდების სქემებისგან - აქ სიტუაცია გაცილებით რთულადაა, ვიდრე სხვა სქემების დროს, რადგან "ეფიქს ბიზნეს გრუპი" არა ჩვეულებრივი საფინანსო, არამედ საბროკერო კომპანიაა, რომელიც ვალუტითა და სხვადასხვა კომპანიების აქციებით ვაჭრობს. ასეთი საქმიანობა ერთ-ერთ მაღალ რისკიან საქმიანობათა ჩამონათვალშია. როგორც თავად დაზარალებულები აცხადებენ, კომპანიის წარმომადგენლები მათ 100%-იან გარანტიას სთავაზობდნენ, რომ მათი თანხები დაცული იქნებოდა და ამ დროს ისინი კლიენტს არ აწვდიდნენ ინფორმაციას შესაბამისი რისკების შესახებ", - აღნიშნავს გამოცემა.

"სპეციალისტების შეფასებით, ფინანსურ ორგანიზაციებზე ზედამხედველობა და კონტროლი მომავალშიც გასამკაცრებელია - მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, პრობლემა რთულად მოსაგვარებელია. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი ანდრია გვიდიანი ფიქრობს, რომ კონტროლi გასამკაცრებელია ფინანსურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ორგანიზაციაზე - "გამოსავალი მხოლოდ ფართო ზედამხედველობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში პირამიდული სქემით მომუშავე კომპანიებისგან არავინ იქნება დაზღვეული. მნიშვნელოვანია ასევე მოქალაქეების ფინანსური ცოდნის დონის ამაღლება, რაც ჯერჯერობით შორეული პერსპექტივაა", - ამბობს გვიდიანი, რომლის აზრით, "მოკლევადიან პირობებში ერთადერთი გამოსავალი სებ-ის აქტივობა და ფინანსურ ინსტიტუტზე გარკვეული ზედამხედველობის დაწესებაა", - განაგრძობს გამოცემა.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ არიან და მათი მომხმარებლები ასეთი საფრთხისგან თითქოს დაცული არიან, თუმცა ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებს, მაქსიმალურ კონტროლზე უნდა აიყვანონ. ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა და არსებითად განსხვავებულია საკანონმდებლო ბაზა იმასთან შედარებით, რაც იყო, ვთქვათ, 5 წლის წინ. მიუხედავად ამისა, კონტროლი გასამკაცრებელია ნებისმიერ ორგანიზაციაზე, რომელთა საქმიანობაც ფინანსურ ღონისძიებებს უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ახალი "პირამიდები" და ახალი დაზარალებული მოქალაქეები", - განმარტავს რესპონდენტი. სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი თვლის, რომ პარლამენტი სიქარლემას პოზიციაშია და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად არაფერს აკეთებს", - დასძენს გამოცემა.

"რთული სიტუაცაა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო დამძიმდება. წინ გვაქვს რამდენიმე "აფეთქება", რაც პირამიდულ ბიზნესს ეხება. იმედი მქონდა, რომ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა პრეცედენტული იქნებოდა და მისი ვალდებულება გავრცელდებოდა ყველა იმ ფინანსურ სქემაზე, რომელიც რეალურად მოსაწესრიგებელია ჩვენ ქვეყანაში. ხარვეზის გამოსწორებას ველოდი, რაც არ მოხდა. დაუსჯელობის სინდრომია და კანონმდებლობა პრევენციული არ არის არც ხალხისთვის და საკანონმდებლო კუთხითაც არსებითად არაფერი შეცვლილა. აქედან გამომდინარე, რეალურია საფრთხე, რომ "ეფიქს ბიზნეს გრუპის" მსგავსი სხვაც გამოჩნდეს, რადგან დანაშაულის ჩადენის პრევენცია რეალურად ვერ განახორციელეს", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ჩარგეიშვილი.


მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილს დებატებში იწვევს

საქართველოს გამო აშშ-მა რუსეთთან "ღია ცის" შეთანხმების შესრულება შეაჩერა
სექტემბერში რუსები სოფელ კოდასა და თრუსოს ხეობაში პროვოკაციებს გეგმავენ?

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების წილები ევროპაში და მათი ბრძოლა ორ ფრონტზე

სკოლებში ცვლილებები იგეგმება - "არჩევითი უცხო ენა კარგი გადაწყვეტილებაა..."
"ოცნებისა" და მარგველაშვილის, ალბათ, ბოლო დაპირისპირება

"აპაჩები", დრონები, ნაღმსატყორცნები - რა შეიძლება მიიღოს საქართველომ აშშ-ისაგან

დედაქალაქში ტაქსით მგზავრობა უკვე გაძვირდა
ივანიშვილის რისკიანი არჩევანი - "ან მან უნდა ითავოს პრეზიდენტობა, ან ოპოზიციის კანდიდატი პრეზიდენტად იხილოს"

ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ ახალი სკანდალი იწყება - რა იცის დეკანოზმა მეუფე იაკობზე
ხათუნა ლაგაზიძე - "ზურაბიშვილი განიარაღებულია და შეუძლებელია "ოცნება" სხვა კანდიდატზე არ ფიქრობდეს"

რუსები მართლმადიდებელ პატრიარქებს შორის განხეთქილების ჩამოგდებას და ათონის მთაზე მღვდელმთავრების მოსყიდვას ცდილობდნენ

"დღეს სასამართლო "კოზა ნოსტრას" პრინციპით იმართება" - ლია მუხაშავრია
ეროვნული ვალუტის უმიზეზო გაუფასურება - სპეკულაციური თავდასხმა ლარზე?!

ხაჯიმბა საქართველოსაგან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს

"ოცნების" ნაწილი სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება
აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, რუბლის კურსი კატასტროფულად დაეცა

"არ ვაპირებთ, ავყვეთ პოლიტიკურ კინკლაობაში" - დაპირისპირება ნაცვლიშვილსა და წულუკიანს შორის
დამარხავს თუ არა სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო იმედებს ომის დაწყებაზე გაკეთებული განცხადებები?

"დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი მამა გიორგის შეიწყალებს" - დეკანოზის ადვოკატი

"შავი სია" უქმდება - რა შეიცვლება "გაშავებული" მსესხებლებისთვის
"რუსები რაღაცისთვის ემზადებიან" - ცხინვალში კადიროვის სპეცრაზმები გადმოისროლეს

როგორ იგეგმებოდა თბილისის აღება და ვინ გადაარჩინა საქართველოს დედაქალაქი
რას უმზადებს კრემლი საქართველოს - “რუსეთმა შესაძლოა კვლავ გაიმეოროს 10 წლის წინანდელი”

"ეს უხარისხო სპექტაკლი ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს"

შუაგულ თბილისში აფხაზეთამოჭრილი და ცხინვალამოჭრილი საქართველოს რუსულენოვანი რუკები იყიდება

ფქვილი მოულოდნელად გაძვირდა, მეპურეებს დიდი საფიქრალი გაუჩნდათ