ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი; არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის - არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს „ლელოს“ ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ბოკუჩავას თქმით, „დღეს „ლელოს“ მორალური სიკვდილი ვიხილეთ“.