ავსტრიელი მწვრთნელი ქართველ კიმონოისტებთან იმუშავებს

ავსტრიელი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი ქართველ კიმონოისტებთან იმუშავებს .

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან აცნობეს, სასტუმრო `თბილისი მარიოტში~ დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ძიუდოს ფედერაციასა და ავტსრიელ მწვრთნელს, პეტერ ზაიზენბახერს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც უცხოელი სპეციალისტი ქართველ კიმონოისტებთან იმუშავებს. ზაიზენბახერი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სოსო ლიპარტელიანს გუნდის მომზადებაში დაეხმარება. კონტრაქტი 1 წლიანიანია და მხარეებს შორის სურვილის შემთხვევაში პლუს 6 თვით გახანგრძლივდება. პეტერ ზაიზენბახერი სამწვრთნელო შტაბთან ერთად შეიმუშავებს ვარჯიშების ძირითად კონცეფციას, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები მოემზადებიან. თუმცა იგი უპირველესად პასუხისმგებელი ინქნება ეროვნული ნაკრების შედეგებზე იქნება.

კონტრაქტს ხელის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ და თავად პეტერ ზაიზენბახერმა გააფორმეს. კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიალს ასევე ესწრებოდა ძიუდოს საერთასორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა