გაზეთმა "ლელომ" 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო სპერტსმენები დააჯილდოვა

გაზეთმა "ლელომ" 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპერტსმენები დაასახელა. დაჯილდოების ღონისძიება კულტურის ცენტრ "მუზაში" გაიმართა.

ქართველი სპორტსმენებიდან ქალებში საუკეთესო სპორტსმენად ნონა გაფრინდაშვილი დასახელდა. "ლელოს" მკითხველთა შეფასებით, მეორე ადგილი ნინო სალუქვაძემ მოიპოვა, მესამე ადგილი კი მაია ჩიბურდანიძემ.

გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი დასახელდა, მეორე ადგილი ლევან თედიაშვილს ერგო, მესამე კი - ვიქტორ სანეევს.

ასევე დაჯილდოვდა "ლელოს" მიერ გამოვლენილი 2013 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი და ეს ტიტული მამუკა გორგოძეს ერგო. მათ სპეციალური პრიზები გადაეცათ.

თავის მხრივ საპატიო სიგელებით და მელდებით გაზეთ "ლელოს" რედაქცია და მისი მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე დაჯილდოვდა. კერძოდ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა "ლელოს" მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე ოლიმპიური მედლით დააჯილდოვა, გაზეთი "ლელო" კი სპეციალური სიგელით.

"პალიტრა მედიამ" ლელოს მთავარ რედაქტორს საჩუქრად პლაზმური ტელევიზორი გადასცა.

"ლელოს" საიუბილეო საღამოს სპონსორი კომპანია "სილქნეტი" იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა