ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პატრულირებას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დედაქალაქის მასშტაბით პატრულირებას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

"სააგენტოს ეკიპაჟები კუს ტბის, ვაკის პარკის, ვერის ბაღის, 9 აპრილის ბაღის, მთაწმინდის პარკისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იქნება გადანაწილებული. გარდა ამისა, თბილისში იმოძრავებს ორი ეკიპაჟი, რომელიც ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს მოქალაქეებისგან შემოსულ ზარებზე.

13 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აქტიურადაა ჩართული ცხოველების მოძიების პროცესში. სტიქიის ღამეს სააგენტოს შესაბამისი სამსახურის ჯგუფები აქტიურად მუშაობდნენ ზოოპარკში და ცხოველთა გადარჩენას ცდილობდნენ. ამ დრომდე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში რჩება ზოოპარკიდან გადაყვანილი 1 დათვი და 2 ბელი.

გარდა ამისა, სააგენტოს თანამშრომლები ოპერატიულ რეაგირებას ახდენდნენ მოქალაქეებისგან შესულ ზარებზე. დღემდე სააგენტოში შესულია 700-მდე ზარი, საიდანაც სააგენტოს წარმომადგენლებმა რეაგირება ყველა მათგანზე მოახდინეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა