ე.წ. დამპალოს სასაფლაოსთან დამშრალი ჭიდან მგლის ორი ლეკვი ამოიყვანეს

თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დამშრალი ჭიდან მგლის ორი ლეკვი ამოიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" უფროსის მოადგილემ, ლერი ქვარაიამ განაცხადა, დამშრალ ჭაში მგლის ორი ლეკვი მოქალაქემ აღმოაჩინა, რომელმაც ამის გამო 112-ში დარეკა. ადგილზე სააგენტოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი გავიდა და მგლის ლეკვები ჭიდან უსაფრთხოდ ამოიყვანა.

მისივე თქმით, მგლის ლეკვები დაახლოებით ერთი თვის არიან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ჭაში დიდი ხნის ჩავარდნილები არ უნდა იყვნენ.

სააგენტოში აცხადებენ, რომ პატარა ცხოველებს ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ. სააგენტოში ვოლიერში არიან ცალკე განთავსებული და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

მათივე თქმით, მგლის ლეკვების პოვნის შესახებ შესაბამისი უწყებები ინფორმირებული არიან. უახლოეს პერიოდში გადაწყდება, სად გადაიყვანენ მგლის ლეკვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა