დონალდ ტუსკი -  მაღალ შეფასებას ვაძლევ მთავრობის რეაქციას, რათა არსებული პრობლემა პასუხისმგებლობით მოგვარდეს

უკანასკნელ პერიოდში "სასაზღვრო ნიშნების" აღმართვა აშკარა პროვოკაციაა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სტუმრობის შესახებ ისაუბრა.

"მე დავარწმუნე პრემიერ-მინისტრი, რომ ევროკავშირი რჩება კონფლიქტის მოგვარების ერთგული, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ე.წ ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოეწერა რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ის ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც რუსეთის ვალდებულებებს საერთაშორისო არენაზე. მე ახლახანს ჩამოვედი ადმინისტრაციული საზღვრის რეგიონიდან, სადაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ვიმყოფებოდი და დავინახე, თუ როგორ მონტაჟდება გამყოფი ზოლები. უკანასკნელი პერიოდის სასაზღვრო ნიშნების აღმართვა აშკარა პროვოკაციაა და ეს ნამდვილად არ არის წვლილის შემტანი ნდობის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისკენ", - განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, ევროკავშირის სამონიტორინგო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს იმისთვის, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს სიმშვიდის ფორმატიდან.

"ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ მე მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენ რეაქციას, თქვენი მთავრობის რეაქციას, ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის, რათა აღნიშნული პრობლემა პასუხისმგებლობით მოგვარდეს, აღელვების ემოციების გარეშე. მე ვშიშობ, რომ ერთადერთი რასაც ისურვებდნენ პროვოკაციების ავტორები ეს არის მოჭარბებული რეაქცია, ჩვენ ამ საკითხებს პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ", - აღნიშნა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს და ევროკავშირს ერთნაირი ხედვები აქვთ, თუ როგორ შექმნან უკეთესი მომავალი.

"მე კარგად მომეხსენება, რომ საქართველოს საზოგადოება ძალზე დაინტერესებულია უვიზო მიმოსვლით ევროკავშირთან, ეს გახლავთ ჩვენი საერთო ამოცანა. საქართველომ საკმაოდ კარგ პროგრესს მიაღწია და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, რაც ვთქვი რიგაში. თუ აღნიშნული პროგრესი კვლავ გაგრძელდება, თუ შემდეგი ტექნიკური მოხსენება დადებითი ხასიათის იქნება, იმედი მაქვს ჩვენ უახლოეს მომავალში, წარმატებით დავასრულებთ აღნიშნულ პროცესს. ჩვენ ასევე განვიხილეთ რეფორმების დღის წესრიგი. პრემიერ-მინისტრთან ჩემი იმედი გამოვხატე, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლება რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს ჩართავდა. მე ხაზი გავუსვი, რომ ექსტრემალური პოლიტიკის გავლენისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. ყველაფერი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივ სფეროში, ეს უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი და საქართველო ძლიერი პარტნიორები არიან, რომელთაც საერთო ამოცანა გააჩნიათ, რომ დაახლოვონ საქართველო და ევროკავშირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო