"უნიქარდი", "ვისოლი" და "სმარტი" მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობენ

"უნიქარდი", "ვისოლი" და "სმარტი" თანამშრომლობის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ვისოლიდან" აცნობეს, 2015 წელს "უნიქარდის", "ვისოლის" და "სმარტის" თანამშრომლობის 5 წელი შესრულდა. კომპანიები წარმატებული თანამშრომლობის იუბილეს აღსანიშნავად მომხმარებლებს ერთობლივ აქციას - "პოზიტივის 5 წელი" სთავაზობენ.

"1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ბარათის მფლობელები "ვისოლის" ან "სმარტის" ქსელში ჯამურად ან ერთჯერადად დახარჯულ ყოველ 100 ლარზე 20%-ით მეტ ქულას დააგროვებენ "უნიქარდზე". სტანდარტულად, უნიქარდის ბარათზე "ვისოლში" ყოველ დახაჯულ 10 ლარზე 1.3 ქულა, ხოლო "სმარტში" 1.5 ქულა ირიცხება. აღსანიშნავია, რომ "სმარტში" შესაძლებელია "უნიქარდის" ქულებით ნებისმიერი პროდუქტის შეძენაც. ქულების სანაცვლოდ ასევე "ვისოლის" საწვავის ტალონების მიღებაა შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურების და "სმარტის" სუპერმარკეტების ქსელი "უნიქარდის" ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მსხვილი პარტნიორები არიან. დღესდღეობით უნიქარდის 500 000-ზე მეტი მომხმარებელი აგროვებს ქულებს "ვისოლში", ხოლო 300 000-ზე მეტი "სმარტში". ორივე კომპანიაში 5 წლის მანძილზე მომხმარებლებს 130 მილიონი ქულა აქვთ დაგროვებული. დაგროვებული ქულებით ბარათის მფლობელებმა 3 მილიონზე მეტი საჩუქარი მიიღეს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "უნიქარდის" ქულებით "სმარტის" პროდუქციის შეძენა.

"აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის 5 წლის მანძილზე "ვისოლმა", "სმარტმა" და "უნიქარდმა" ერთობლივად უამრავი საინტერესო პროექტი განახორციელეს. მათ შორის ყველაზე დიდი პოზიტივის მომტანი 2012 წელს დაგეგმილი მასშტაბური საქველმოქმედო აქცია იყო, რომელიც ფონდ "იავნანას" მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების დასახმარებლად გაიმართა. 2013 წელს კი კომპანიების ერთგულ მომხმარებლებს ყველაზე მასშტაბური გათამაშების დროს "სამმაგი მოგების შანსი" მიეცათ, სადაც უამრავი ადამიანი დაჯილდოვდა. ათასობით საჩუქართან ერთად, გათამაშდა ბინა, "პორშე კაიენი" და 3 "ფორდ მონდეო", - ნათქვამია განცხადებაში.

"უნიქარდი" უნივერსალური დაგროვების ბარათია, რომელზეც ქულების დაგროვება პარტნიორ კომპანიებში მისი გატარებით ხდება. ბარათზე დაგროვებული ქულების დახარჯვა კი შესალებელია მომხმარებლის სურვილისამებრ. საჩუქრის შერჩევა და მიღება, როგორც სახლიდან გაუსვლელად - ონლაინ კატალოგიდან, ასევე "უნიქარდის" მომსახურების ცენტრში ხდება. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს სუპერმარკეტების ქსელ სმარტში ადგილზე შეარჩიოს სასურველი ნივთი და შეძინოს ქულებით. უნივერსალური დაგროვების ბარათი "უნიქარდი" ლოიალური მომხმარებლებისთვის პოზიტიურ გამოცდილებას ქმნის და ქულების დაგროვებისა და გახარჯვის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს.