სესილია მალმსტრომი ბიზნეს-საბჭოს წევრებს შეხვდა

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს წევრებს შეხვდა.

70-ზე მეტი ქართული და ევროპული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი თემა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესის მიიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და ის შესაძლებლობები იყო, რომლებსაც ქართულ ბიზნესს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმი სთავაზობს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა, ბიზნეს-ომბუდსმენმა გიორგი გახარიამ, ასევე, ევროკავშირის დელეგაციამ და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა.

ევროკომისართან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ გახსნა.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს სესილია მალმსტრომმა და გიორგი კვირიკაშვილმა. შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ზვიად ჭუმბურიძემ განუცხადა, ევროკომისართან მსგავსი შეხვედრების ბრიუსელში გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.

"ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომი პირველად შეხვდა ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის ახსნა, თუ რა არის თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან. ჩვენი ბიზნესის უმეტესმა ნაწილმა ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იცოდეს იმ ხალხმა, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს. თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს, ვინაიდან ის არის ყველაზე სტაბილური, დაცული და გარანტირებული ბაზარი ბიზნესისთვის. ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევა. სტანდარტი უნდა იყოს ევროპული, რომ ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს ევროპულ ბაზარზე, მაგრამ მე ვფიქრობ ჩვენი ბიზნესმენები საკმაოდ მოტივირებულები არიან და ამას შეძლებენ", - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

შეხვედრის ფარგლებში სესილია მალმსტრომმა "ევროკავშირი ბიზნესისთვის" კვირეული გახსნა. კვირეული, რომელიც 21 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით გაიმართება, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას მიეძღვნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა