ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

ბერლინში, დღეს საქართველო–გერმანიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ (EUGBC) ინფორმაციით, ფორუმს ევროპის სავაჭრო-სამრწეველო პალატათა ასოციაციის მხარდაჭერით, გერმანიაში საქართველოს საელჩოსთან და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან თანამშრომლობით გამართავენ.

ბიზნეს ფორუმს Trade and Business with Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. მასში მონაწილეობას იღებს 100–ზე მეტი გერმანული და 30–ზე მეტი ქართული კომპანია შემდეგი სექტორებიდან: სატრანსპორტო გადაზიდვები და ლოგისტიკა, მშენებლობა, ტელეკომუნიკაციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წარმოება, იურიდიული, ფინანსური და საბანკო მომსახურეობა. ფორუმის დამთავრების შემდეგ ქართული ღვინის ექსპო და ეკონომიკური ფოტოგამოფენა გაიმართება. დაინტერესებულ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

აღნიშნული ბიზნეს ფორუმის მთავარი მიზანი საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა, კერძოდ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ევროპულ ბაზარზე პოტენციური პარტნიორების მოძიება და საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა