ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ეკონომიკური დავები სასამართლომდე შესაძლოა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ განიხილოს

ეკონომიკური დავები სასამართლომდე შესაძლოა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ განიხილოს, - ამის შესახებ „ნატახტარის“ კორპორატიულ საკითხთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ბიზნესისა და სასამართლო ხელისუფლების მიერ დღეს გამართულ შეხვედრაზე სწორედ ერთ-ერთი მსგავსი იდეა გაჟღერდა და ახლა ამ იდეის განხილვა მიმდინარეობს. კითხვაზე, თუ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, ხუნძაკიშვილმა აღნიშნა, რომ საუბარია ზოგადად სასამართლო ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგზე. მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრა საქართველოს რეალობაში უპრეცედენტოა.

„საუბარი შეეხება იმ საკითხებს და პრობლემებს, რომლებიც სასამართლოს წინაშე დგას. ესენიც ადამიანები არიან, ჩვენი საზოგადოების წევრები და ისინი შეზღუდული რესურსების პირობებში მუშაობენ. შესაბამისად, მათ სხვადასხვა ტიპის პრობლემები აქვთ. წარმოიდგინეთ, რომ ერთ მოსამართლეზე შესაძლოა 300 საქმე მოდიოდეს, რა ხარისხი უნდა მოვთხოვოთ მათ. თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ მიუკერძოებლები, გამჭვირვალეები, არაკორუმპირებულები იყვნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

მისივე თქმით, გაჟღერდა იდეა, რომ სასამართლოში წასვლამდე საქმეები განიხილოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ.

„შესაძლოა ბიზნესმა მიმართოს დავის დაწყებამდე ამ საბჭოს, რომ განზოგადებულად განიხილოს საკითხი და მან მისცეს რჩევა ბიზნესს, ღირს თუ არა კონკრეტულ საკითხზე სასამართლოში წასვლა. რეალობა არის ის, რომ ყველაფერზე მივმართავთ სასამართლოს“, - აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს