თურქეთის ელჩმა საქართველოს განათლების სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა

თურქეთის ელჩმა საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე დატოვა. ელჩს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თურქეთის ელჩი უწყებაში დაახლოებით ერთი საათის წინ, ცენტრალური შესასვლელიდან შევიდა, თუმცა სამინისტრო ეზოდან, ავტომობილით დატოვა.

„ინტეპრესნიუსის“ ინფორმაციით, ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ უწყებაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, ქეთევან ნატრიაშვილს შეხვდა.

როგორც სააგენტოს სამინისტროში განუცხადეს, ელჩის სტუმრობა არანაირად არ უკავშირდება ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ საქართველოში თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა კომენტარი გააკეთა. კონსული გადატრიალების მცდელობასთან აშშ-ში მცხოვრები ფეტჰულა გიულენის კავშირზე საუბრობს.

„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები. ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციების სკოლები დაიხუროს“, - განაცხადა კონსულმა, რომლის კომენტარის ქართული თარგამანი TV 25-მა გაავრცელა.

კონსულის აღნიშნულ განცხადებას საქართველოში აჟიოტაჟი მოჰყვა, რასთან დაკავშირებითაც, მოგვიანებით, თურქეთის ელჩმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ კონსულის კომენტარი მედიაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო