ლარსზე საევაკუაციო აივნის მშენებლობა გრძელდება

საევაკუაციო აივნის მშენებლობა, რომელიც დარიალში წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, დროებით შეჩერებული იყო, გაგრძელდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისთვის, აივნის მთელ სიგრძეზე გაკეთებულია ბეტონის საფარი, დამაგრებულია მოაჯირი და შესაბამისი გადახურვა; დასრულებულია, ასევე, აივანზე ამავალი ოთახიდან ორი კიბის მშენებლობა.

მათივე ინფორმაციით, საევაკუაციო აივნის მშენებლობას ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.

ობიექტის მშენებლობა, მოსალოდნელი სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების პრევენციის მიზნით გადაწყდა. პროექტის მიხედვით, აივანი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ მიმდებარე კლდეზე შენდება. გზის ეს მონაკევთი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და საუკუნეების განმავლობაში არაერთი სტიქიური მოვლენის ეპიცენტრი გამხდარა.

მათივე განმარტებით, 208,4 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის საევაკუაციო აივანი იწყება საბაჟოს ტერიტორიიდან და სრულდება დარიალის მამათა მონასტერთან, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყობა. სტიქიის შემთხვევაში, ხალხის ევაკუაცია ამ მოედნიდან ვერტმფრენით განხორციელდება.

საევაკუაციო აივნის მშენებლობა 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და წელს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 200 ათასი ლარია.

სამუშაოებზე 50 ადამიანი დასაქმდა, მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო