კახა კალაძე დეკანოზის დაკავებაზე - ეს იყო კარგად გათვლილი გეგმა, რომლის განხორციელებაც იქნებოდა დარტყმა არა მხოლოდ ეკლესიაზე, არამედ სრულიად საქართველოზე

უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა თავიდან აცილებული. ვფიქრობ, რომ ეს იყო კარგად გათვლილი გეგმა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს: პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩაფიქრებულის განხორციელება არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე.

”უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან. ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენ ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ. მინდა მადლობა მოვახსენო შესაბამის სამსახურებს, დაველოდოთ გამოძიებას და სხვა დეტალებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა, ერთი რაც მინდა ვთქვა, ყველა დამნაშავე, ვინც გამოიკვეთება, კანონის წინაშე უმკაცრესად იქნება დასჯილი”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია კონკრეტული პიროვნება და როგორც დღეს პროკურატურაში აღინიშნა, გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე, სხვადასხვა მიმართულებით.

კითხვაზე, ეხებოდა თუ არა ეს ყველაფერი პატრიარქს, კალაძის თქმით, ”გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს გავიგებთ”.

”თუმცა, ცხადია, რომ კონკრეტული პიროვნება, მამალაძე, კონკრეტული საწამლავით მიემგზავრებოდა გერმანიაში, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება”, - განაცხადა კალაძემ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა