თამარ ხულორდავა - ისე არ უნდა ვაკაკუნოთ ევროკავშირის კარზე, რომ შევაწუხოთ და კარი ჩარაზონ

ისე არ უნდა ვაკაკუნოთ ევროკავშირის კარზე, რომ შევაწუხოთ და მერე ისე ჩარაზონ ის კარი, ვეღარასოდეს ასრულდეს ჩვენი საბოლოო მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები" გამოსვლისას განაცხადა.

ხულორდავა მიიჩნევს, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო და შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთება.

"ასოცირების შეთანხმება არის ევროპეიზაციის პროცესის ინსტრუმენტი ჩვენს ხელში. ეს არის საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნის სახელმწიფო გეგმა. ხშირად სვამენ კითხვას, რომ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და შემდეგი რა არის? ეს ყველაფერი გვაქვს შესაძლებლობის სახით. ამ შესაძლებლობების ათვისება არის შემდეგი, ჩემი აზრით. არ ვამბობ, რომ ჩვენ არ გვქონდეს ამბიცია და აქტიურად არ უნდა ვაკაკუნოთ ევროკავშირის კარზე, მაგრამ ისე არ უნდა ვაკაკუნოთ და ისე შევაწუხოთ, რომ მერე ისე ჩარაზონ ის კარი, რომ ვეღარასოდეს ვეღარ ასრულდეს ჩვენი საბოლოო მიზანი. ყველას გვესმის, რომ ახლა საუკეთესო დრო ამისთვის არ არის, არც ჩვენი და არც ევროკავშირის მზაობის თვალსაზრისით", - განაცხადა ხულორდავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა