ჯანი ბუკიკიო - ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ ყველაფერი ჰაერშია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ფართო კონსენსუსის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

როგორც ბუკიკიომ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ, პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დასრულდეს.

”მე საქართველოს კარგი მეგობარი ვარ. მომწონს ეს ქვეყანა. თქვენს ისტორიას 1993 წლიდან ვაკვირდები, როდესაც პირველი დემოკრატიული ინსტიტუტები შეიქმნა. ახლა ჩვენ გადავდგით კარგი ნაბიჯი, რათა საქართველომ მიიღოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კონსტიტუცია, ვინაიდან თქვენ ევროპული ქვეყანა ხართ, ევროპული მისწრაფებები გაქვთ. დასანანი იქნება, თუ ეს ძალისხმევა წყალში ჩაიყრება. ყველა დაინტერესებულმა მხარემ, პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დასრულდეს. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენს რეკომენდაციებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. საკონსტიტუციო რეფორმას ფართო კონსენსუსი სჭირდება. ეს კონსენსუსი არა მხოლოდ პარტიებისგან უნდა იყოს, არამედ საზოგადოებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. მაგრამ ახლა ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ ყველაფერი ჰაერშია. ხვალ შევხვდები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და იგივე მესიჯს გავუმეორებ”, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს