გიორგი ალიბეგაშვილი - დავით ნარმანიას ტროტუარებიც კი გაყიდული დახვდა - რა პირობებში უხდებოდა ამის გამოსწორება, ეს ცალკე თემაა

დავით ნარმანიას ტროტუარებიც კი გაყიდული დახვდა - რა პირობებში უხდებოდა ამის გამოსწორება, ეს ცალკე თემაა, - ამის შესახებ თბილისის ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში” განაცხადა. მისივე თქმით, ნარმანიას მერად არჩევის პირველ წელს იყო განსაკუთრებული საბოტაჟი, როცა ორმოების ამოვსებაც კი პრობლემა ხდებოდა.

ალიბეგაშვილი ნარმანიას მერობის პირობებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებად ახალი საბავშო ბაღების აშენებასა და ავტობუსების შემოყვანას ასახელებს. მისივე თქმით, 7 მილიონი კვადრატული მეტრი გზა შეკეთდა და დაიგო ასფალტი, როცა წინა მერიის პირობებში ერთი მესამედიც ვერ გაკეთდა.

”ბატონი დავითი შეიძლება ცოტა ლოიალური მოეჩვენოს ადამიანს. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მეტი სიმკაცრე უნდა გამოეჩინა, რომ ვიღაცეებისთვის სალაპარაკო არ მიეცა”, - დასძინა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს