ქუთაისის მელიტონ ბალაჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გახსნიდან 48 წელი სრულდება

27 დეკემბერს, ქუთაისის მელიტონ ბალაჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გახსნიდან 48 წელი სრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით 19:00 საათზე, ჯუზეპე ვერდის ოპერის „რიგოლეტო“ პრემიერა გაიმართება. „რიგოლეტოს“ საპრემიერო დადგმა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები - არმაზ დარაშვილი (მანტუას ჰერცოგი), სულხან გველესიანი (რიგოლეტო), გერმანიაში მოღვაწე ქუთაისელი სოპრანო მარიამ კუბლაშვილი (ჯილდა), ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები კალისტრატე ხარჩილავა (სპარაფუჩილე), ნინო ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), ბადრი ადამია (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძე (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი), რომელთაც პარტნიორობას გაუწევს თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი.

დამდგმელი დირიჟორები არიან რევაზ ჯავახიშვილი და მაია გაჩეჩილაძე, თეატრის ახალი მთავარი მხატვარი - თეო კუხიანიძე, დამდგმელი ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს