ახალგაზრდებში სამხედრო სამსახურის მოტივაციის ასამაღლებლად სკოლებში სამხედრო პირების მიერ ლექციების ჩატარება იგეგმება

სამხედრო სამსახურში მოტივაციის ამაღლების მიზნით, 2018 წლიდან სკოლებში სამხედრო პირების მიერ ღია ლექციების ჩატარება და ერთობლივი სახელმძღვანელოს შექმნა იგეგმება. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ კუთხით არსებული პრობლემა გლობალურია, რომელიც უწყებათაშორის კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს. „გლობალური პრობლემაა, რომ მოქალაქეს ჰქონდეს გაცნობიერებული ის ვალდებულება, რაც თავისი ქვეყნის წინაშე აქვს და ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრობლემა. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით განათლების მიღებაზე, არამედ განათლების სისტემაზე, სკოლის ასაკში ამ მოტივაციის შექმნაზე. ესეც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ასევე გულისხმობს უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალ ხარისხს. განსაკუთრებით კი განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობისა. ჩვენ უკვე კონკრეტული გეგმები გვაქვს, როგორც საერთო სახელმძღვანელოსი, ისე ლექციების და სამხედროების მისვლის თვალსაზრისით სკოლებში, რათა მეტი მოტივაცია და მეტი ინტერაქციის ხარისხი იყოს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა