ვანო ჩხარტიშვილმა მეღვინეობა „შილდას” ახალი ინიციატივა გააჟღერა

მეღვინეობა „შილდას" დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა ტრისტან სიხარულიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე დამსწრე საზოგადოებას კომპანიის ახალი ინიციატივის – შილდას „საპატიო დარბაზის“ დაარსების შესახებ აცნობა.

„საპატიო დარბაზი“ გააერთიანებს ქართული ტრადიციული კულტურის სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილ ადამიანებს. დარბაზის წევრებს ექნებათ გარკვეული ფინანსური ანაზღაურება, სამედიცინო დაზღვევა ქვეყნის შიგნით და გარეთ, კომპანია „მეღვინეობა შილდას“ პროდუქციით უზრუნველყოფა.

„საპატიო დარბაზის“ პირველი წევრობის პატივი გურული სიმღერის გამორჩეულ შემსრულებელს, შეუდარებელ იმპროვიზატორსა და ტრიოში მღერის დიდოსტატს, ტრისტან სიხარულიძეს ერგო.

ტრისტან სიხარულიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 10 თებერვალს გაიმართა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა