„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ადვოკატი - პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეში სააკაშვილიც ფიგურირებს

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განმარტებით, პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ფიგურირებს. როგორც ბარათაშვილმა განაცხადა, საქმეზე დაკითხულია არაერთი ადამიანი, მათ შორის იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ადვოკატის თქმით, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებიდანაც ჩანს, რომ ჩადენილია დანაშაული, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას ბრალი არავისთვის არ აქვს წაყენებული.

„გამოძიება თავდაპირველად გამოძალვის მუხლით მიმდინარეობდა, რომელიც შემდეგ შეიცვალა და დაკვალიფიცირდა 333-ე მუხლით, რაც გულისხმობს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას. დაზარალებულად ცნობის დადგენილებიდან ირკვევა ერთი რამ, რომ ჩადენილია დანაშაული, წართმეულია წილები და ეს განხორციელდა ხელუფლების წარმომადგენლების მიერ. საქმეზე დაკითხულია ათეულობით მოწმე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები. შემიძლია ორი მათგანი დაგისახელოთ: ირაკლი ოქრუაშვილი და დიმიტრი ქიტოშვილი. ასევე აწ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი და სხვები. ყველა ამ მოწმის ჩვენებიდან ნათელი ხდება, თუ კონკრეტულად, რომელმა პირებმა, რა დროს, რა მეთოდით, ვისთან მოლაპარაკებით განახორციელეს კონკრეტული ქმედება. საუბარია იმდროინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებზე. მათ შორის საქმეში ფიგურირებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ადვოკატისა და „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების თქმით, ბრალის წაყენება თავისუფლად შეიძლება იმ თანამდებობის პირებისთვის, ვისთანაც ხდებოდა შეხვედრები, მათ შორის ზურაბ ადეიშვილისთვის და ვანო მერაბიშვილისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო