ნიგერიელი სტუდენტების მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ნიგერიელი სტუდენტების მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

გუშინ, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ნიგერიელი სტუდენტი მომხდარს რასიზმს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს "მათი კანის ფერის გამო მოხდა".

მისივე თქმით, კადრები, სადაც მომხდარი ფაქტია ასახული, პოლიციას აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ "ფაქტის დავიწყება ურჩიეს". ბენ ზეგეს ინფორმაციითვე, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, ქართველი ახალგაზრდებისგან მუქარის შემცველი მესიჯებიც მიიღო.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა