"ვითიბი ბანკი" თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გასუფთავების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის (#ახალიშესაძლებლობები), - ამის შესახებ „ინტერრპესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს. „ვითიბი ბანკის“, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, „ვითიბი ბანკი“ მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის.

როგორც ბანკში განმარტავენ, პირველად ქართულ საბანკო სივრცეში „ვითიბი“ საკუთარ, 12,000-მდე ფიზიკურ პირს პრობლემურ მსესხებლებს, აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მნიშვნელოვანი დისკონტი სესხის მიმდინარე ძირზე და დარიცხულ პროცენტზე, მოახდინონ ბანკის მიმართ დავალიანების სრულიად ანულირება და გაიუმჯობესონ მიმდინარე საკრედიტო ისტორია. აღსანიშნავია, რომ აქციის პერიოდში ამ სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნა არ განხორციელდება. აღნიშნული წინადადება მოქმედებს ორი თვის განმავლობაში (16 აპრილიდან 15 ივნისამდე) და ეხება მხოლოდ იმ ფიზიკური პირებს, რომლებიც სარგებლობდნენ სამომხმარებლო ტიპის სესხებით.

„ვითიბი ბანკის“ საცალო ბიზნესის დირექტორის ვალერიან გაბუნიას განცხადებით, მათი სურვილია, შესაძლებლობა მისცენ იმ ადამიანებს, რომელთაც ბანკის მიმართ სამომხმარებლო ტიპის პრობლემური დავალიანება გააჩნიათ, ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვა მნიშვნელოვანი დისკონტით მოახდინონ.

„დისკონტი 30-დან 90 %-მდე მერყეობს და ვრცელდება, როგორც სესხის ძირზე ასევე, დარიცხულ პროცენტზე, ხოლო აქციის განმავლობაში ბანკი არ გამოიყენებს ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვას. ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამ კამპანიის წამოწყებით, რომელიც მხოლოდ ორ თვეს გრძელდება, „ვითიბი ბანკი“ სცდება ტრადიციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებს და ხაზს უსვამს, რომ მისთვის ყველა მომხმარებელი თანაბრად მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს გაბუნია.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს