კახა კალაძე - 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს თავისუფლება, დემოკრატია, ევროპული ოჯახი და დღეს ჩვენმა თაობამ, ეს საპატიო მისია ღირსეულად უნდა შევასრულოთ

100 წლის წინ საქართველომ, ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს პროგრესი, თავისუფლება, დემოკრატია, ევროპული ოჯახი და დღეს ჩვენმა თაობამ, ეს საპატიო მისია, რომელიც გადმოგვეცა ღირსეულად უნდა შევასრულოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა.

მან მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულია. 100 წლის წინ საქართველომ, ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს პროგრესი, თავისუფლება, დემოკრატია, ევროპული ოჯახი და დღეს თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩვენმა თაობამ ეს საპატიო მისია, რომელიც გადმოგვეცა ღირსეულად უნდა შევასრულოთ. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ, ძალიან რთული იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და კიდევ უფრო რთული იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ უამრავი ადამიანი გვყავს ემიგრაციაში და მე ძალიან კარგად მესმის და ვიცი რამდენად რთულია თითოეული მათგანისთვის იყოს სამშობლოს გარეთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საქართველოში 7 პრეზიდენტის ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი დასაფასებელია.

"პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს სტუმრობისთვის. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ის გზა და მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, ეს არის გზა ევრიპისკენ. ჩვენ ვართ ევროპელები ჩვენი მრავალფეროვანი კულტურით და ტრადიციებით და რა თქმა უნდა, დასაფასებელია, რომ ამდენი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია დღეს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს