მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ჩვენი ევროპული მისწრაფებების კუთხით

პირველი რესპუბლიკა და მისი საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა ჩვენს დასავლურ კურსს. იდგმებოდა პირველი ნაბიჯები, ხდებოდა ჩვენი ქვეყნის აღიარება, როგორც ევროპის ნაწილის. სამწუხაროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ 1991 წლის შემდეგ ჩვენ მტკიცედ დავადექით ამ გზას და დღეს ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ ჯანელიძემ საზოგადოებას საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა და ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზე, რომელიც საქართველომ ასი წლის განმავლობაში გაიარა.

"ეს იყო რესპუბლიკა, რომელიც ეფუძნებოდა ჰუმანურ სტანდარტებს, ევროპულ ღირებულებებს. ეს იყო ევროპული არჩევანი და ეს რესპუბლიკა შეიქმნა დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებით. ის კონსტიტუცია, რომელიც დაიწერა, იყო საუკეთესო იმ პერიოდში და იგი არის დღესაც ერთ-ერთი სამაგალითო. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ჩვენი ევროპული მისწრაფებების კუთხით. პირველი რესპუბლიკა და მისი საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა ჩვენს დასავლურ კურსს. იდგმებოდა პირველი ნაბიჯები და ხდებოდა ჩვენი ქვეყნის აღიარება, როგორც ევროპის ნაწილის. სამწუხაროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელდა,მაგრამ 1991 წლის შემდეგ ჩვენ მტკიცედ დავადექით ამ გზას და დღეს ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან. ახლოს ვართ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ჩვენ ვართ ევროატლანტიკური სივრცის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და ეს აღიარებულია ყველა ჩვენი მეგობრისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანისის წევრის მიერ. არასდროს, საქართველო ისე ახლოს არ ყოფილა ევროკავშირთან, როგორც არის დღეს. არასდროს, ასე ახლოს არ ყოფილა ნატო-სთან, როგორც არის დღეს. ეს არის ჩვენი უკეთესი მომავალი, ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობა, ჩვენი მეტი უსაფრთხოება და ნათელი მომავალი ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ამისთვის ვიბრძვით და ამას ვაკეთებთ ჩვენ, ჩვენი ისტორიის კარგად გააზრებით. სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი გამოფენა, ჩვენი მიზანია, რომ დავაარსოთ ქართული დიპლომატიის მუზეუმი,სადაც წარმოჩენილი იქნება ყველა ის მიღწევა და ქმედება, რომელიც გადაიდგა ქართული დიპლომატიის მიერ და რომელმაც დღევანდელი დღე მოიტანა. მოიტანა თავისუფალი საქართველო, რომელიც არის დასავლური სივრცის ნაწილი",- განაცხადა ჯანელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო