გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ 2021 წელს საქართველო ნატო-ს ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო 2021 წლისთვის ნატო-ს წევრი გახდება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე მრგვალ მაგიდაზე "თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთვის.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც 100 წელი შესრულდება საბჭოთა ოკუპაციის დღიდან, საქართველო შეხვდება ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობა, კონკრეტულად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოძებნის ძალას, რათა მოახდინოს იმ აუცილებელი გადაწყვეტილებების კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, უსაფრთხოებას გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით აუცილებლობად წარმოადგენს. საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთვის. საქართველო ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ ის გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა