ზუგდიდში „თიბისი ფეის“ ინკასატორი დააყაჩაღეს

ზუგდიდში „თიბისი ფეის“ ინკასატორი დააყაჩაღეს, რომელიც სოფელ ყულიშკარის ერთ-ერთ უბანში სასაფლაოებთან დატოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივის ინფორმაციით, ინკასატორი მასთან სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა.

"საღამო იყო, ეს კაცი მანქანით ჩემს ჭიშკართან რომ მოვიდა. დამაყაჩაღესო, მითხრა, მანქანასაც და მასაც ბენზინი ჰქონდა გადასხმული. მაშინვე დავრეკეთ პოლიციაში. ამბობდა, თავში ჩამარტყესო, შეშინებული იყო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ყულიშკარის მკვიდრმა დემურ ქანთარიამ.

არსებული ინფორმაციით, ინკასატორს ყაჩაღი დაახლოებით დღის სამ საათზე ზუგდიდში, რკინიგზის სადგურთან მდებარე სუპერმარკეტ "სმარტთან" ჩაუჯდა.

შს სამინისტრიმ მომხდარზე გამოძიება 179-ე მხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა