ანდრეი პარუბი - უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის საკითხში უკრაინას ილია მეორისა და საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერის იმედი აქვს

უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის საკითხში უკრაინას უწმინდესი პატრიარქის, ილია მეორისა და საქართველოსმართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის იმედი აქვს.

უკრაინის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიმ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პატრიარქი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინისა და ყველა უკრაინელის სურვილს, უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე ამ იდეას სრული მხარდაჭერა აქვს და ასევე ვიმედოვნებ, რომ ამ იდეას მხარს პატრიარქიც დაუჭერს“, - აღნიშნა ანდრეი პარუბიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო