უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები დგინდება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები დგინდება. საუბარია პირებზე, რომელთაც პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით, საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება მიანიჭოს.

“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისთვის სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მხედველობაში შემდეგი გარემოებები მიიღება: სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს; ის ან მისი წინაპარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული პირია ან სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეეობის გამო, ემიგრაციაში წასული პირია.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებული იქნება შემდეგი გარემოებებიც: განმცხადებელი საქართველოში დაბადებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს; სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ისეთ ინვესტიციას ახორციელებს, რომლითაც მას სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს; სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებეულია სპორტის, მეცნიერების, ხელოვნების სფეროში და სურს, მოღვაწეობა საქართველოს სახელით გააგრძელოს.

“მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის. პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა