თუშეთში დამეწყრილი მიწის ჩამოშლის შედეგად მამაკაცი სატვირთო მანქანით გუბეში ჩავარდა და დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. თუშეთის გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60-წლამდე ასაკის კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო. შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ ჩამოშლილმა მეწყერმა წყლის დაგუბება გამოიწვია.

გარდაცვლილი კომპანია "გერალის" თანამშრომელი იყო და ის გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულდება. "როგორც ვიცი, მცირე სატვირთო მანქანის მძღოლმა, რომელიც კომპანია "გერალის" თანამშრომელი იყო, მეწყერსაშიშ ზონაში გააჩერა მანქანა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მანქანა დაგუბებულ წყალში ჩავარდა. მძოლი მანქანაში იმყოფებოდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია მუშაობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა