თბილისის საკრებულოს წევრებმა ელექტროავტობუსით იმგზავრეს

კომპანიამ „ფრეგობასი“თბილისის საკრებულოს წევრებს პირველი ელექტროავტობუსი წარუდგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ორგანიზებით, საკრებულოს წევრებმა ავტობუსით სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე იმგზავრეს, კერძოდ, საკრებულო - გმირთა მოედანი - ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებაზე.

კომისიის თავმჯდომარის, თედო ისაკაძის განცხადებით, ელექტროავტობუსი ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებაა და ამიტომ მისი გამოცდა ძალიან მნიშვნელოვანია.

სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრის, შალვა ოგბაიძის თქმით, დღევანდელი ტესტირების შედეგი პოზიტიურია, რაც მომავალში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის ელექტროავტობუსებით ჩანაცვლებისთვის მნიშვნელოვანია.

„ელექტროავტობუსს საკმაოდ კარგი მახასიათებლები აქვს. კომფორტული და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთაა. კარგია, რომ ტესტირება და გამოცდა ჩვენს დედაქალაქში დაიწყო. მისასალმებელია ასევე, რომ მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა საქართველოში ელექტრო ავტობუსების ამწყობი საწარმოს გახსნაზე,“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასეთი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით განახლდება.

კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა, მურმან პატარაიამ დეპუტატებს ელექტროავტობუსის ფუნქციების და მისი ხარისხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ავტობუსი, რომელიც 100%-ით უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა, ერთი დამუხტვით 250 კმ-ს გადის. თბილისში ელექტროავტობუსების წარმოების დაწყებაზე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. საწარმოში პროფესიულ გადამზადებას გაივლის და დასაქმდება 300- ზე მეტი ადგილობრივი, ხოლო ინვესტიციის ჯამური მოცულობა იქნება 40 მლნ ლარი. კომპანია „ფრეგობასის“ პარტნიორები არიან გერმანული კომპანია EURABUS და ჩინური კორპორაცია ZTE Corporation“, -ნათქვამია თბილისის საკრებულოს ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო