მიკროავტობუსში, რომელიც გომბორზე ხევში გადავარდა, მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ

მიკროავტობუსში, რომელიც გომბორზე ხევში გადავარდა, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 10-ზე მეტი.

კადრები გომბორიდან, სადაც ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 4, დაშვაებულია 20-მდე ადამიანი

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი