მარნეულის მერი დააკავეს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

„2018 წლის 11 ივნისს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. მარნეულში, ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას“, - აცხადებენ პროკურატურაში.

იხილეთ ვიდეო: მარნეულის მერი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დააკავეს - სკანდალური საბოდიშო ვიდეო, აქციაზე ივანიშვილისა და აბაზოვის შეგინებისთვის

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს