ნინო ლომჯარია - საბჭოთა წარსულის ერთ-ერთი სიმბოლო, 1984 წელს მიღებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ უნდა გავაუქმოთ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ სასამართლო მომავალში უფრო მეტ ადამიანურ რესურსს გამონახავს და ადმინისტრაციულ საქმეებს ერთზე მეტი მოსამართლე განიხილავს.

“12 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდა, რომლებზეც 11 ივნისის აქციაზე სავარაუდოდ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს განიხილავდნენ. დაკავებული პირები სასამართლოში მთელი დღე ელოდნენ მათი საქმის განხილვის რიგს, ვინაიდან რამდენიმე საქმეს ერთი მოსამართლე იხილავდა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რამდენად არაკონსტიტუციურია მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და როგორ არ უზრუნველყოფს ის სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით სარგებლობას.

“იმედია პარლამენტი მალე მოახდენს ახალი, სამართლიანი განხილვის პრინციპზე დაფუძნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინიცირებას და მიღებას. წელს, როდესაც დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღვნიშნავთ, საბჭოთა წარსულის ერთ-ერთი სიმბოლო, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უნდა გავაუქმოთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლო მომავალში უფრო მეტ ადამიანურ რესურსს გამონახავს და ადმინისტრაციულ საქმეებს ერთზე მეტი მოსამართლე განიხილავს, რათა შესაძლებელი იყოს საქმეთა დაჩქარებულ რეჟიმში განხილვა.

ნინო ლომჯარიას თქმით, აუცილებელია, რომ მიმდინარე პროცესების ფარგლებში ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა გადაწყვეტილება ნეიტრალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ.

„ჩვენ ბოლომდე დავაკვირდებით პროცესს და დარღვევების იდენტიფიცირების შემთხვევაში ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებებს გამოვიყენებთ, - აღნიშნა ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს