ოთარ კახიძე - მირზა სუბელიანისგან ინფორმაციის მიღება საინტერესოა, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ახსნა-განმარტებას მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ჩამოვართმევთ

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის მხრიდან გამოიკითხება ყველა ადამიანი, ვისი გამოკითხვის საჭიროებაც იქნება.

„კომისიისთვის მირზა სუბელიანისგან ინფორმაციის მიღება ძალიან საინტერესოა. ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და თუ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ახსნა-განმარტებას მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ჩამოვართმევთ. როგორც კი ბატონი შოთაძის მხრიდან ინფორმაციის მიღება გახდება აუცილებელი, მას პარლამენტში კომისიაზე დავიბარებთ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისია მორიგ სხდომას დღეს მართავს. დღესვე უნდა გახდეს ცნობილი კონკრეტული თარიღი, როდის მოხდება მირზა სუბელიანის და ირაკლი შოთაძის გამოკითხვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს