მარნეულში მომხდარ ინციდენტში ბრალი, შესაძლოა, პარლამენტის წევრს აზერ სულეიმანოვს წაუყენონ

მარნეულში მომხდარ ინციდენტში პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი ფიგურირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ვასაძის წერილი გააცნო სულეიმანოვის ბრალდების შესახებ.

“გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, ამ ინციდენტში ასევე გარეული იყო საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. შემოსულია მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი ამასთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის: - “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 20-ე მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე “პროკურატურის შესახებ“ კანონის მეცხრე მუხლის მესამე ნეწილის “დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოლების საფუძველზე გამოტანილი იქნა დადგენილება - საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აუცილებლია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად თანამდებობისა. აუცილებელია თითოეული მონაწილის დასჯა. ამას უნდა ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ აზერ სულეიმანოვი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დღეს დააკავეს. 

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს