„პატრიოტთა ალიანსმა“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისია დატოვა

„პატრიოტთა ალიანსმა“ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა, - ამის შესახებ კომისიის სხდომაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა.

ადა მარშანიამ დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და სურვილი, რომ კომისიას ასევე შეეძლოს სხვა გახმაურებული საკითხების გამოძიება.

„ვითხოვ პასუხს, ვაფართოვებთ თუ არა ჩვენ საკითხთა წრეს და შევძლებთ თუ არა უმძიმესი დანაშაულებების გამოძიებას, მოგვყავს თუ არა წესდება ისეთ მდგომარეობაში და მივმართავთ თუ არა პარლამენტს სხვა საქმეებით დავკავდეთ?“-განაცხადა ადა მარშანიამ.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ კომისიის დაკომპლექტება რეგლამენტის წესების დარღვევით მოხდა და იმ კომისიაში სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უმრავლესობით არიან წარმოდგენილი, ის ვერ იმუშავებს“.

„მინდა განვაცხადოთ კიდევ ერთხელ, რომ რეგლამენტის დარღვევით მოხდა კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტება. ეს შეგნებულად მოხდა. კენჭისყრა საერთოდ უპრეცედენტო იყო. უმრავლესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ეს კომისია ვერ ხედავს, რომ სხვა საქმეებითაც უნდა იყვნენ დაკავებულები. ნუ მოიშველიებთ არგუმენტად რეგლამენტს. მე შევალ პარლამენტში ინიციატივით, რომ შეიქმნას ამდაგვარი კომისა და ვნახავთ როგორ დაუჭერთ მხარს. აქედან გამომდინარე, იმ კომისიაში სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით ზის, ჩვენ ვერ ვიმუშავებთ და არაფერი გვესაქმება. ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიას კითხვის საპასუხოდ კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ მას განუმარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი საკითხი კომისიის კომპეტენციაში არ შედის, რის შემდეგაც ადა მარშანიამ სხდომა დატოვა. მისი განმარტებით, კომისია დატოვა „პატრიოტთა ალიანსმა“.

„პატრიოტთა ალიანსი“ მოითხოვს, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს არა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ჩადენილი დანაშაულებებიც.

პარლამენტში 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს