კულტურის სფეროს გიდები ტრენერებად გადაამზადეს

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ადმინისტრაციის ორგანიზებით ამჯერად ტრენინგი კულტურული ტურიზმის სფეროს გიდებისთვის გაიმართა. გადამზადების კურსი 24-მა გიდმა გაირა. ტრენერებად გადამზადებულ გიდებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი 15 დღე გაგრძელდა.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგი ორი ეტაპისაგან შედგებოდა. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ პრაქტიკული მომზადების კურსი თბილისის მუზეუმებში, ძველი თბილისის საფეხმავლო და სატრანსპორტო მარშრუტებზე მოეწყო. გადამზადების კურსი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFTGA) წარმომადგენლებმა გამართეს. კურსის დასრულების შემდეგ გადამზადებული გიდები WFTGA-ს აკრედიტირებული ტრენერები გახდნენ და მათ უფლება აქვთ მომავალი გიდებისთვის გიდის პროფესიის შემსწავლელი კურსი ჩაატარონ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო