ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ახალგაზრდულ ჯგუფ „ინიციატორის“ წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები: ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი მეზურნიშვილი დღეს, ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში, თბილისის ისნის რაიონის ახალგაზრდული ჯგუფის „ინიციატორის“ წევრებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ახალგაზრდებს პარლამენტის საქმიანობა გააცნო და ესაუბრა პარლამენტის როლზე, ქვეყნის სახელისუფლო შტოებს შორის არსებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე, ქვეყნის მმართველობის სისტემაში მათ საერთო და განსხვავებულ ამოცანებზე.

„აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებათა ერთობლივი, დაბალანსებული მოქმედებით შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებაზე საუბარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და ხელისუფლების შტოებს შორის გამიჯნულ კომპეტენციებზე, მათ შორის მთავარ განსხვავებასა და პარლამენტის მაკონტროლებელ ფუნქციებზე ესაუბრა.

ფრაქციის ლიდერმა ახალგაზრდებს ასევე ფრაქციის მუშაობის ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნო და ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა, რომლებიც ეხებოდა ჩვენი ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებს, ქალთა უფლებების დაცვის და წარმომადგენლობით ორგანოებში კვოტირების თემას.

მამუკა მდინარაძემ ახალგაზრდებს სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

„თქვენი თაობა ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს ჩვენი ეროვნული იდენტობის მყარად შენარჩუნების ხარჯზე“, - განაცხადა მმართველი ფრაქციის ლიდერმა.

ახალგაზრდებს ასევე მიმართა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა. მან ახალგაზრდებს პარლამენტის წევრის, განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქცია-მოვალეობებზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

პარლამენტის წევრ ვანო ზარდიაშვილის ორგანიზებით, ახალგაზრდული ჯგუფის - „ინიციატორის“ წევრები, უკვე არაერთხელ შეხვდნენ დეპუტატებს და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდული ჯგუფის წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრნენ, ასევე დაათვალიერეს პარლამენტის ქუთაისის სასახლე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს